მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზედა საქარის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები მზად აღმოჩნდნენ სირთულის დასაძლევად და წარმატებითაც გაართვეს თავი.
„მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა იყო და არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის უმთავრესი ამოცანა, ისეთ რთულ პირობებშიც კი, როგორიც არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტული ჩვენთვის თითოეული ჩვენი მოსწავლისა და თანამშრომლის ჯანმრთელობაა, და ცხადია არა მარტო მათი.
ჩვენ ვცდილობთ, მოსწავლეთა განათლება კვლავ გავაგრძელოთ, ფეხი ავუწყოთ ახალ გამოწვევებს - დისტანციურ სწავლას. საბედნიეროდ, საკმაოდ მზად აღმოვჩნდით ამ სირთულის დასაძლევად და წარმატებითაც ვართმევთ თავს“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პედაგოგები იყენებენ სამინისტროს რეკომენდირებულ ყველა რესურსს და პლატფორმას, რომელიც დისტანციურად განათლების მიღებაში დაეხმარება მოსწავლეებს.
„მოსწავლეებისათვის სკოლის ზარი არ შეგვიწყვეტია, ეს ხმა უჩვეულოდ, მაგრამ მაინც, დისტანციურ საკლასო ოთახებში ისმის. რაც მთავარია, თითოეული მასწავლებლის გზავნილი მოსწავლემდე მიდის და გვჯერა, რომ ეს დაუღალავი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მნიშვნელოვანი ჩვენი მხნეობა, გამძლეობა და აქტიურობაა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ