მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩვენ, ყველა, სულმოუთქმელად ველოდებით სკოლაში ჩვეულ გარემოში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ“,- ასე ეხმაურება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენელი საქართველოში შექმნილ მდგომარეობას.
სკოლა დისტანციურ სწავებაზე გადავიდა. მასწავლებლები ცდილობენ, ახალ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ისინი სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით ჩაერთვნენ მოსწავლეების სწავლების პროცესში.
„ჩვენი სკოლის წარმომადგენლები ონლაინ ტრენინგის მეშვეობით სწავლობენ Teams-ის გამოყენებას სასწავლო პროცესში, რომელსაც სიღნაღის რაიონის ონლაინ მხარდამჭერი ჯგუფის მოხალისე ქალბატონი ნინო კოკილაშვილი ატარებს. შემდეგ კი ჩვენი სკოლის ისტ-ის მასწავლებელი, რომელმაც შექმნა ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელთა გუნდი, გეგმავს მასწავლებლებთან შეთანხმებით, ჩასატარებელი ტრენინგების თარიღს და მართავს ონლაინ კონფერენციებს, რათა სიახლეების ათვისება გაუადვილდეთ კოლეგებს. ისინიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას. სწავლობენ და ახორციელებენ ახალი პროგრამის გამოყენებით მოსწავლეებამდე სასწავლო მასალის მიწოდებას. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, მასწავლებლები სატელეფონო კომუნიკაციას იყენებენ",-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა