მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.
„მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ცოდნათა გამეორება-განმტკიცებასა და მოსწავლეთა საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრების მიზნით, მაიდნის საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვნენ დისტანციურ სწვლებაში.
მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი ჩართულია Microsoft Teams-ის პლატფორმაში, აგრეთვე კლასის დამრიგებლებს შექმნილი აქვთ დახურული ჯგუფები სოციალურ ქსელში, რომელშიც ახორციელებენ, როგორც დავალებების მიწოდებას, ასევე ვიდეო ჩართვებს. იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლეები ვერ ახერხებენ ჩართვას, საგნის მასწავლებელი ესგ-ით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად დავალებების მიცემასა და კონსულტირებას ახერხებს სატელეფონო კომუნიკაციით, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ მოსწავლეთა სრული ან ხანგრძლივი მოწყვეტა სასწავლო საქმიანობისგან.
ასევე აპირებენ და უკვე ნაწილი მასწავლებლებისა დარეგისტრირებული არიან სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ონლაინ სწავლებისთვის ქართულ პლატფორმაზე „Feedc Edu-ზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა