მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დისციპლინური წარმოება სკოლებში მოსწავლეთა შორის ჩადენილ 1134 და სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ჩადენილ 259 შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაიწყო“, - აღნიშნული მონაცემები სახალხო დამცველის 2019 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია მოცემული.
ომბუდსმენი ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 2019 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება კვლავ არაერთგვაროვან ხასიათს ატარებს, არ იძლევა შემთხვევათა სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას.
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ომბუდსმენის განცხადებით, ძალადობის შემთხვევების დროული გამოვლენისა და რეაგირების კუთხით, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, განსაკუთრებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის საკითხი.
„მოწოდებული ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეთა შორის ჩადენილ შესაძლო ძალადობის 1134, ხოლო 259 შემთხვევაში - სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება.
სკოლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირება განხორციელდა 198 შემთხვევაზე, რაც შეეხება რეფერირებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიმართვა მოჰყვა 461 შემთხვევას. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში კი, 2019 წელს გადამისამართდა 3434 ახალი შემთხვევა. 61 შემთხვევაში გადამისამართების საფუძველი იყო ძალადობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეფერირების ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი თბილისზე, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებზე მოდის, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან რეფერირება სააგენტოში მხოლოდ ერთ შემთხვევაზე განხორციელებულა. რეფერირების ძირითადი მიზეზები იყო: არასრულწლოვნის შესაძლო უგულებელყოფა, ადრეული ქორწინება/ადრეული ქორწინების რისკი, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობა“, - აღნიშნულია ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება