სიახლეები
სიახლეები

საკარანტინე ზონა, ცხელ ხაზზე დახმარება თუ მოხუცების საკვებით მომარაგება? - სად აპირებენ მანდატურების დასაქმებას?
06-04-2020
-
+


საქართველოში ეპიდსიტუაციამ ბევრ დასაქმებულს შეუცვალა სამუშაო სივრცე და ვალდებულებები. საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ, შეიცვალა დასაქმებულების რეჟიმიც. 

etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, უსაფრთხოების დასაცავად, შესაძლოა, საკარანტინე ზონებში გაუშვან. ასევე განიხილება მანდატურების რესურსის გამოყენება სხვა მიმართულებებითაც, კერძოდ, საინფორმაციო ცხელ ხაზზე დასახმარებლად, ერთ-ერთი ვერსია კი ხანდაზმულების საკვებით მომარაგებაც არის. 

„საკარანტინე ზონაში გაშვების შესახებ ინფორმაცია ჭორის დონეზე გავრცელდა და დიდი ხმაური მოჰყვა მანდატურებში, თუმცა ჩვენი სამსახურისგან ამაზე საუბარი ოფიციალურად არ ყოფილა. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები პირად ტელეფონებზე დაუკავშირდნენ იურიდიულ და სამედიცინო განათლების მქონე მანდატურებს, მონაცემები რაში სჭირდებოდათ, არ დაუკონკრეტებიათ, არც ახსნა-განმარტება ყოფილა ამის თაობაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იურისტებს, შესაძლოა, საინფორმაციო ცხელ ხაზზე ოპერატორებად მუშაობა მოუწიოთ. თუმცა სამედიცინო განათლების მქონეებით რატომ დაინტერესდნენ, არ ვიცით. ასევე არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 70 წელს გადაცილებულები საკვებით უნდა მოგვემარაგებინა. გეტყვით, იმასაც, რომ სამსახურმა მოითხოვა, ქალაქიდან არ გავიდეთ“, - უყვება ერთ-ერთი მანდატური etaloni.ge-ს.

ინფორმაციის გასარკვევად, ჩვენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს დავუკავშირდით. უწყების წარმომადგენელმა გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ინფორმაციას ოფიციალურად გაავრცელებენ.

„ამ წუთას ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ ინფორმაციას. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვიტყვით“, - განაცხადა მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია. შესაბამისად, მანდატურებს სამსახურში სიარული არ უწევთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება