მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N49 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი, რა თქმა უნდა, მშობელთა აქტიური ჩართულობით, წარმატებით ართმევენ თავს მომავალი თაობის განვითარებასთან დაკავშირებულ სიძნელეებსა და გამოწვევებს, ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესმა შედარებით უმტკივნეულოდ გადაინაცვლა ციფრული ტექნოლოგიების სივრცეში.
ამასთან სკოლამ საქველმოქმედო გამოწვევა წამოიწყო და .სოციალურ ქსელში გაავრცელა გამოწვევა: ვემსახურები სამშობლოს. სკოლის პედაგოგიური ხელფასის 10% covid -19-თან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.
„თანამედროვე ქართული სკოლა მუდმივად თავის სიმაღლეზე დგეს და ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიო თანამეგობრობის საგანმანათლებლო სივრცეში. ამის ნათელი მაგალითია მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მსოფლიო, მათ შორის განათლების სისტემა და ქართული საგანმანათლებლო სივრცე.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდზე გადავიდა.
მოგეხსენებათ, რომ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლები შედარებით მომზადებული დახვდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის წინაშე დამდგარ გამოწვევებს, თუმცა, მათ გვერდში თანაბარი ენთუზიაზმითა და შემართებით, მეგობრული მხარდაჭერით და სხვადასხვა შესაძლებლობით ყველა სკოლა ამოუდგა.
მხარდამჭერ სკოლათა რიცხვშია ჩვენი სკოლაც - ქალაქ თბილისის N49 საჯარო სკოლა, რომელმაც ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა. დაწესებულება არ არის „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების რიცხვში, თუმცა, მათ ფეხდაფეხ მიჰყვება. აქვე უნდა ითქვას, რომ ამაში წვლილი სკოლის ყველა მოქმედ რგოლს შეაქვს. ქალაქ თბილისის 49-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი, რა თქმა უნდა, მშობელთა აქტიური ჩართულობით, წარმატებით ართმევენ თავს ჩვენი მომავალი
თაობის განვითარებასთან დაკავშირებულ სიძნელეებსა და გამოწვევებს, ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესმა შედარებით უმტკივნეულოდ გადაინაცვლა ციფრული ტექნოლოგიების სივრცეში. გამოიყენა რა მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული, კომუნიკაციასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სწავლება, რომლის წინაშეც დადგა მთელი კაცობრიობა.
ჩვენ, ყველა ერთად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ, დისტანციურად ვუკავშირდებით მოსწავლეებს და ვცდილობთ მაქსიმალურად საინტერესო რესურსებით წარვმართოთ საგაკვეთილო პროცესი. ახალი მასალის მარტივად ასათვისებლად, თავის მხრივ, მოსწავლეები ენთუზიაზმით და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ მოვალეობას, არა მხოლოდ სკოლის, ვფიქრობთ, ქვეყნის წინაშეც. მოსწავლეები აქტიურად გვიგზავნიან შესრულებულ დავალებებს და უმოკლეს დროში იღებენ უკუკავშირს. მაგრამ, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ჩვენი სასკოლო ცხოვრება .
ამ მძიმე განსაცდელის ჟამს, ადამიანები ფიქრობენ, თუ როგორ დაეხმარონ თავის ქვეყანას. აქაც, ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენი სკოლა, სკოლის დირექტორის, ეკატერინე ცაავას გადაწყვეტილებით, როგორც, არაერთი სასიკეთო წამოწყების ინიციატორის, რომელსაც კოლექტივი ენდობა და გვერდით დაუდგა, გადაწყვიტა და სოციალურ ქსელში გაავრცელა გამოწვევა: ვემსახურები სამშობლოს...და თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექციის და პედაგოგიური კოლექტივის სახელით გადაწყვიტა, რომ თავიანთი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ სამშობლოსათვის covid -19 - თან ბრძოლის საქმეში და ამ რთულ
პერიოდში ქვეყანას დაუდგა გვერდში. ამისთვის კი აპრილის თვის პედაგოგიური ხელფასის 10% გადაირიცხება covid -19-თან ბრძოლის ფონდში. სიკეთე გადამდებია...“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც