სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

''ეტალონელი'' გრიგოლ ფერაძის ფიზიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მიღწეულ წარმატებას მასწავლებელი ლია გოგოხია სოციალურ ქსელით ეხმიანება
28-07-2017
-
+


საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდი ფიზიკის 48-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ინდონეზიაში კერძოდ, ქალაქ ჯოკიაკარტაში გაიმართა სამი ბრინჯაოს მედლითა და ერთი საპატიო სიგელით დაბრუნდა. 

ოლიმპიადაში მსოფლიოს 88 ქვეყნიდან წარდგენილი გუნდები მონაწილეობდნენ. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი გრიგოლია, გელა პატაშური (კომაროვი, მე-12 კლასი), ზურაბ ჯაში (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი) და კონსტანტინე გაგნიძე (კომაროვი, მე-11 კლასი).

გუნდის თანალიდერი - გრიგოლ ფერაძე ''ეტალონელი'', ახლა უკვე ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ფუნდამენტური ფიზიკის მაგისტრანტი, ორგზის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. 

გრიგოლ ფერაძის გამარჯვებას მასწავლებელი ლია გოგოხია სოციალურ ქსელის საშუალებით ეხმიანება: 

''გამარჯვებული გუნდის 23 წლის ხელმძღვანელი გრიგოლ ფერაძე - კომაროვის სკოლაში ვანის რაიონის სოფელ ზეინდარიდან გადმოვიდა. კლასს, რომელშიც გრიგოლი ჩარიცხეს, მე ვხელმძღვანელობდი. დედამისმა დიდი ამბით ჩამაბარა გრიგოლი, უჭკვიანესი ბიჭია და აბა, თქვენ იცით, სოფლელი ბავშვი ქალაქში არ დამეჩაგროსო. მე გაკვირვებით ავხედე ქალბატონ დალის და ვუპასუხე: ამ სკოლაში ნახევარი სოფლიდანაა, ყველა ჭკვიანია და გარდა ამისა, მე თვითონაც არ ვარ დედაქალაქელი - მეთქი, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მეგრულად მოვუქციე. მერე გრიგოლს შევხედე, ჩემ წინ ქერათმიანი, ლურჯთვალება, ხუჭუჭა, გამსლიკული ბიჭი იდგა და თვალებს აფახულებდა. გავესაუბრეთ ერთმანეთს, ჩემს მეგრული აქცენტით დასმულ შეკითხვას იმერული დიალექტით პასუხობდა. ასე შედგა ჩვენი დუეტი- მოსწავლე-მასწავლებლისა. მერე ამ დუეტმა ორჯერ ითამაშა გადაცემაში ,,ეტალონი'' და გრიგოლის დამსახურებით ორჯერვე გახდა ,,ეტალონის’’ ფავორიტი. მოგებული ჯილდოთი მაშინ გრიგოლმა კლასის დამრიგებელი ლია გოგოხიაც ასარგებლა, კომპიუტერი გვაჩუქეს... მეორედ კიდეეეეეეეეეეევ პრეზიდენტის სტიპენდია დაგვენიშნა, 100-100 ლარი.... ოოო, რა ვიჯეჯილეთ და ვაჯეჯილეთ კლასიიი.... კომაროვის სკოლაში სწავლისას მხოლოდ უცხო ენები უჭირდა, რუსული და ინგლისური, დანარჩენ საგნებში ტოლი და სწორი არ ჰყავდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა. თავის კლასელთან, დევი ფირცხალაიშვილთან, (ორივე პანსიონში ცხოვრობდა) ერთად სტუმრობდა ბრიტანეთის საელჩოს ბიბლიოთეკას და ინგლისურში მეცადინეობდნენ (ეს იმათ საყურადღებოდ, ვინც ამბობს, საშუალება არ მაქვს, მოუკვდეს დედა, თორემ უნიჭიერესი შვილი მყავსო.) ბიბლიოთეკაში უცხოელები ისხდნენ საღამოობით. მიუჩოჩდებოდნენ გრიგოლი და დევი მათ და გაუგებარ სიტყვებს ახსნევინებდენ, თან ესაუბრებოდნენ და თავიანთ მეტყველებას ხვეწდნენ. ასე შემოესწავლა ორივეს ინგლისური. ჯერჯერობით, გრიგოლი ორგზის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია და ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფუნდამენტური ფიზიკის მაგისტრანტი. აი, სწორედ ერთ-ერთი ხელმღვანელია, იმ ახალგაზრდებისა, რომლებმაც ფიზიკის 48-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), (ინდონეზია) სამი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს. გრიგოლ, იმედია, მომავალ წელს ოქროს ბიჭებს გამოზრდი, შე თავად შეუფასებელო ოქრო. ხო, ცნობისთვის. და ჰყავს გრიგოლს კიდევ დარეჯან ფერაძე - ,,სასწაული’’ და კიდევ კლასელებიიიი, ,,მაგაზე სასწაული’’... შემდეგი სამიზნე ლადო ექიმია, ლადო კოსტავა - ,,კოსტარიკა’’ .მანამდე კი უღრმესი მადლობა ზეინდარის სკოლას, რომელმაც მე-8 კლასამდე გრიგოლ ფერაძე გამოზარდა.''




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან, ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება