სიახლეები
სკოლები

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე წარმატებით გადავიდა
07-04-2020
-
+


მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N2 საჯარო  სკოლამ, ჯერ კიდევ 16 მარტიდან შეძლო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ  სკოლა უკვე დიდი ხანია იყენებს ონლაინ ინსტრუმენტებს სწავლა სწავლების პროცესში.  

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2015 წლიდან სკოლამ დაიწყო Google Classroom-ის გამოყენება მასში ინტეგრირებულ Google Drive ერთად.

„სკოლა დღემდე ამ სისტემას ძირითადად იყენებდა სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების, რიგითი და შემაჯამებელი დავალებების, პროექტების მართვის მიზნით, აგრეთვე  სკოლის ადმინისტრირების  მიმართულებით.

მასწავლებლებმა კარგად იციან ვირტუალური კლასების შექმნა და გამოყენება.16 მარტიდან აღნიშნულ სისტემას დაემატა Google-ის სინქრონული სწავლების ინსტრუმენტი Google Meet-ი, Google Classroom-ში ყველა ვირტუალურ კლასში ბმულით ჩავაშენეთ Google Meet -ი: შევქმენით Material-ი და ჩავსვით უკვე გენერირებული ბმული და მივიღეთ მუდმივი შეხვედრების ოთახი, შერეული (სინქრონულ -ასინქრონული) ტიპის სწავლება ერთ პლატფორმაზე. პარალელურად სამინისტროს მიერ შეთავაზებული იქნა ონლაინ სწავლების ძალიან კარგი პროგრამა  Microsoft Teams , თუმცა იმის გამო რომ ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები მიჩვეული იყვნენ Google Classroom-ის გარემოს, არ გავრისკეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ახალ პლათფორმაზე გადასვლა. თუმცა ერთი მასწავლებელი ერთ-ერთ კლასში უკვე იყენებს Teams და მომავალში ეტაპობრივად გამოვიყენებთ Microsoft-ის სხვა პროდუქტებსაც.

მასწავლებლები მართავენ, როგორც ონლაინ შეხვედრებს ასევე ტვირთავენ მასალებს და დავალებებს აძლევენ შესაბამის უკუკავშირს მოსწავლეებს. ზოგიერთი თავადაც იწერს ვიდეო გაკვეთილებს, უმრავლესობა იყენებს მზა რესურსებს ხანის აკადემიიდან, სილქნეტის საშინაო სკოლიდან. მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი რესურსის  გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის გაკვეთილები ყველაზე ნაკლებად გავს ტრადიციულს. მასწავლეებლებს უხდებათ მეტი ფიქრი გაკვეთილის წარმართვაზე, ცდილობენ მეტი სიახლე გამოიყენონ. გაცილებით  მეტი ენერგია დახარჯონ, როგორც თითოეული გაკვეთილის მომზადებაზე, ასევე უშუალოდ ონლაინ გაკვეთილების ჩატარების პროცესში, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, სადაც მოსწავლები მიჩვეული არიან ჟესტების ენას, მეტი ემოციური კავშირი აქვთ მასწავლებლებთან.  მინდა ვისარგებლო შემთხვევით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენი სკოლის თითოეულ მასწავლებელს.

ცხადია, ყველაფერი მარტივად არ გამოდის. არის პრობლემებიც, მაგალითად  მოსწავლეების ნაწილს არ აქვს კომპიუტერები და  ტელეფონებით შემოდიან, რაც არ იძლევა სისტემის სრულყოფილად გამოყენების საშუალებას. სამწუხაროდ  არის მოსწავლეთა მცირე ჯგუფი, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ გააჩნია. ვცდილობთ  ასეთ მოსწავლეებს სატელეფონო კონსულტაციები გავუწიოთ ტელე სკოლის გამოყენებასთან ერთად", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება