Teams-ს ყოველდღიურად 248 ათასი ადამიანი იყენებს - როგორია სხვა პლატფორმების მონაცემები?
07-04-2020
დაკოპირებულია
-
+
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ერთი თვის მონაცემებს აჯამებს, რომლის მიხედვითაც, ამ დროის განმავლობაში, Microsoft Teams-ში აქტივობის მაჩვენებელი 82 600 %-ით არის გაზრდილი.
მათ მიერვე გამოქვეყნებული ერთი თვის სტატისტიკის მიხედვით, Microsoft 365 პორტალის აქტივობის მაჩვენებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, Microsoft Teams-ში-ში მომხარებელთა ჯამური აქტივობა 368 000-ია. რაც მარტის დასაწყისთან შედარებით გაზრდილია 82 600 %-ით.
შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ყოველდღიური მოხმარებაც. ერთი თვის წინ, აპლიკაცია Teams-ს დღეში მხოლოდ 750 აქტიური იუზერი იყენებდა. ამ დროის მონაცემებით კი დღიურად 248 000 ადამიანი სარგებლობს.