სიახლეები
წიგნები

„ბუთქუნა - ესტრადის ვარსკვლავი“ - საინტერესო შემეცნებითი წიგნების მეორე სერია ექსკლუზიურად თქვენი პატარებისთვის
07-04-2020
-
+


„ბუთქუნასა“  და მისი მეგობრების საინტერესო თავგადასავალი გრძელდება. იმისთვის, რომ იძულებითი არდადეგების პერიოდში არ მოიწყინოთ და ეს დრო თქვენს პატარებთან ერთად მხიარულად და ნაყოფიერად გაატაროთ, შემეცნებითი საკითხავის მეორე ნაწილს ექსკლუზიურად გთავაზობთ.

„ბუთქუნა და მეგობრები“ - არის „ეტალონის“ ავტორის გოჩა ტყეშელაშვილის მიერ გამოცემული წიგნების სერია, რომელიც უკვე წლებია პოპულარობით სარგებლობს და ბავშვებს ძალიან მოსწონთ.

ბუთქუნა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც ძალიან უყვარს თამაში და მხიარული თავგადასავლები. ბუთქუს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, რომელთა ნაწილს პირველ წიგნში უკვე შეხვდით და შემდგომში კიდევ უფრო ახლოს გაიცნობთ.

ამჯერად, გთავაზობთ, „ბუთქუნა და მეგობრების“ მეორე წიგნს - „ბუთქუნა - ესტრადის ვარსკვლავი“.

აღნიშნული წიგნები გაყიდვაში აღარ არის, რადგან ტირაჟი სრულად ამოწურულია. სწორედ ამიტომაც, ჩვენი საიტი გაძლევთ შესაძლებლობას, ელექტრონულად გაეცნოთ ილუსტრირებულ წიგნს, წაუკითხოთ თქვენს ბავშვებს, დაათვალიერებინოთ ნახატები, ამოუბეჭდოთ გასაფერადებლები და მათთან ერთად დრო საინტერესოდ და სასარგებლოდ გაატაროთ.

გაიცანით მხიარული ბუთქუნა და მისი მეგობრები და გაგვიზიარეთ თქვენი პატარების შთაბეჭდილებები.

იხილეთ წიგნის ელექტრონული ვერსია:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

პიროვნება
„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მარიამ კარკაძე და თამარ კობახიძე, მუსიკალური გაფორმება კი ეკუთვნის პედაგოგ თამილა გიგატაძეს

ღია გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი, შემეცნებითი პრეზენტაცია

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - ბეშთაშენის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა

ხანდოს საჯარო სკოლაში ჩატარებულ ვიქტორინაში გამარჯვებულ გუნდს, „ვარსკვლავები“ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება