სიახლეები
სამასწავლებლო

„ისე მენატრება ჩემი პატარები, თვალზე ცრემლი მადგება “- მზრუნველი პედაგოგი ქუთაისის N10 საჯარო სკოლიდან
07-04-2020
-
+


ამჯერად, მოსწავლეებზე განსაკუთრებით მზრუნველ პედაგოგს, მაია ხაბურძანიას წარმოგიდგენთ, რომელიც ქუთაისის N10 საჯარო სკოლის, მე-2 კლასელების დამრიგებელი გახლავთ და ძალიან წყდება გული, როდესაც თავის პატარა მოსწავლეებზე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დისტანციურად უწევს ზრუნვა. მათზე რომ ვსაუბრობ, ახლაც თვალზე ცრემლი მადგებაო, - გაგვიმხილა ქალბატონმა მაიამ და არც ის დამალა, როგორ ენატრება თავისი აღსაზრდელები, მათი ჟრიამული, მათი მოფერება, სითბო, რასაც ქვეყანაზე ვერაფერი შეცვლის და ვერც რამე შეედრება.

- ქალბატონო მაია, როგორ ამხნევებთ თქვენს პატარა მოსწავლეებს?

- ჩვენ ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართულები და აქედან გამომდინარე დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა რთული ნამდვილად არ ყოფილა, მალევე ჩავერთეთ... ასევე გვაქვს ფეისბუქ-ჯგუფები და ონლაინ-სწავლება სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.ჩემს პატარებს კი ვამხნევებ, როგორც შემიძლია... სულ ვუმეორებ, რომ საფრთხე მალე გადაივლის, ჩვენც დავუბრუნდებით სკოლას, მალე შევხვდები და ისევე მოვეფერები, როგორც ეს ადრე ხდებოდა.



- განსაკუთრებით მზრუნველი პედაგოგი, izrune.ge-ში როდის ჩაერთეთ და როგორ დააინტერესეთ თქვენი მოსწავლეები?

- როგორც კი დირექტორმა პროექტი გაგვაცნო და დეტალურად ვისაუბრეთ, ამის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო კლასის მშობლებს შევხვდი, მათთან განვიხილეთ ყველა დეტალი, ავუხსენი და თავადაც მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს პროექტი მათივე შვილების განვითარებისთვის იყო საჭირო. საერთოდ, ძალიან კარგი ბავშვები მყავს და ეს, ბუნებრივია, მშობლების დამსახურებაა. ასე რომ, მშობლებიც, ბავშვებიც და პედაგოგებიც კარგად ვაცნობიერებთ იმ საჭიროებას, რასაც მოსწავლის სამომავლო განვითარება მოითხოვს და ამ საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს izrune.ge-ს.

- პირადად, რა მოგწონთ პროექტში?

- izrune.ge მოსწავლეს ზოგადი განვითარების საშუალებას აძლევს, ეხმარება მშობელსაც და პედაგოგსაც, ბავშვს დამატებითი ცოდნა მისცეს და შეძენილი უნარები განიმტკიცოს. ასევე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ izrune.ge-მ ახლა, როდესაც ყველანი თვითიზოლაციაში ვართ, განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა... ბავშვები, გარდა იმისა, რომ ონლაინ-სწავლებით არიან დაკავებულები, izrune.ge-ს ტესტებს მეტი მონდომებით ავსებენ, მეტად ელიან ხუთშაბათს და ყოველი წარმატებული პასუხი ახლა ბევრად მნიშვნელოვანია.



- არ გიჭირთ მეორეკლასელების დისტანციურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში?

- დატვირთვა დიდია, ბავშვებს მუდმივად აქვთ კითხვები, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. Izrune.ge-ს რაც შეეხება, ვაძლევ მიმართულებას, ვაკვალიანებ და ტესტის გავლის შემდეგ, უნდა ნახოთ ფეიბუქ-ჩატში რა ხდება - მიგზავნიან დიპლომებს, ხმოვან შეტყობინებებს მიტოვებენ, ცდილობენ, საკუთარი ემოციები გამოხატონ და სიხარული გამიზიარონ... ძალიან რთულია ასეთი ყოფა - მენატრება ჩემი პატარები და ახლაც ცრემლი მადგება თვალზე; თავადაც მეუბნებიან - სკოლაში გვირჩევნიაო და მათი მჯერა. პირად ურთიერთობებს ხომ არაფერი ცვლის, სულ სხვაა ბავშვებთან კონტაქტი რომ გაქვს, ეფერები, ისინიც ამ სითბოს გრძნობენ და იგივეთი გპასუხობენ. მჯერა, მალე დავუბრუნდებით სკოლის კედლებს, მანამდე კი შეუძლებელია არ აღვნიშნო - ძალიან მომწონს izrune.ge, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი განათლებული ადამიანია, რომელიც ზრუნავს ჩვენს ახალგაზრდობასა და მომავალ თაობაზე, რისთვისაც მინდა, საჯაროდ დიდი მადლობა გადავუხადო მას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება