სიახლეები
სიახლეები

კერძო სკოლები მასწავლებლებს ხელფასებს ვერ უხდიან - რა პრობლემები შეექმნათ სასწავლო დაწესებულებებს
10-04-2020
-
+


რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციამ ქვეყნის პრემიერ- მინისტრს წერილით მიმართა, სადაც კერძო სკოლების ხელმძღვანელები ითხოვდნენ მთავრობისგან შეღავათს, რათა მათ მასწავლებლებისთვის ხელფასების გადახდა შეძლებოდათ. ჯერჯერობით ამ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია, Etaloni.ge  კი დაინტერესდა, კონკრეტულად რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ კერძო სკოლები? რატომ აისახა საყოველთაო კარანტინი კერძო სკოლის პედაგოგებზე განსაკუთრებით უარყოფითად და არსებობს თუ არა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად, საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ელზა ბადაშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო ელზა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ კერძო სკოლები და საერთოდ, რატომ დადგა მსგავსი წერილის დაწერის აუცილებლობა?

- არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კერძო სკოლებმა მოგვმართეს, რათა მათი თხოვნა მთავრობის ყურამდე მიგვეტანა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენთან გაერთიანებული კერძო სკოლები მცირებიუჯეტიანია. დიდი სკოლები  კრიზისს შედარებით მარტივად გადაიტანენ, მაგრამ მცირებიუჯეტიანი კერძო სკოლების 90 პროცენტს ერთი და იგივე პრობლემები აქვთ; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ გადასახადი დაახლოებით 100 ლარამდეა, ამ თანხით კი სკოლის შენახვა წარმოუდგენელია. სიმართლე გითხრათ, მანამდეც გვქონდა შეხვედრები და ვითხოვდით ვაუჩერის გათანაბრებას. ეს ვაუჩერი ხომ მოსწავლისაა და სადაც უნდა სწავლობდეს, იქ უნდა გადაყვეს.

- რამ გამოიწვია ასეთ არათანაბარ პირობებში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეების ჩაყენება?

- როდესაც ვაუჩერიზაციაზე გადავიდნენ, კერძო და საჯარო სკოლებს ერთნაირი - 300-ლარიანი ვაუჩერი უნდა მისცემოდათ მოსწავლეზე, თუმცა საჯაროებს გარკვეული თანხები დაემატებოდათ და ეს იქნებოდა დროებით ზომა. მას შემდეგ, ამდენი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა;

იგივე ითქმის მასწავლებლის სტატუსის დანამატზე - სამინისტრო საჯარო სკოლის მასწავლებელს აძლევს სტატუსის მიხედვით დანამატს და ეს არ ვრცელდება კერძო სკოლის პედაგოგებზე. არადა,  კერძო სკოლები გადიან ავტორიზაციას და ასრულებენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელი კი ყველგან მასწავლებელია და გაუგებარია, რატომ არ უნდა ეძლეოდეთ სტატუსის დანამატი!

- ამ კითხვაზე პასუხი თუ მიიღეთ?

- არანაირი პასუხი არ არის, გარკვეული შეხვედრები გვქონდა,  თუმცა  ახლა ვიღას სცალია ამისთვის. პრემიერ-მინისტრს მაინც მივმართეთ იმ იმედით, რომ იქნებ მცირებიუჯეტიანი, მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლებისთვის საშემოსავლო მაინც ეპატიებინათ ან ქონების გადასახადზე გაეწიათ გარკვეული შეღავათები, მაგრამ რეაგირება წერილს არ მოყოლია.

 დაბალბიუჯეტიანი კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები, ძირითადად,  თვითდასაქმებული პირები იყვნენ, რომლებიც ახლა შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ვერ იხდიან სწავლის საფასურს და შესაბამისად, სკოლა ვერ აძლევს ხელფასს მასწავლებელს. იმ ფონზე, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ყველა საჯარო სკოლის პედაგოგს ჰქონდეს ხელფასი, კერძო სკოლის მასწავლებლები ასეთი  პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ და შესაძლებელია, ხელფასების გარეშე დარჩნენ.

- კი მაგრამ, ვაუჩერები ხომ არ შეუჩერდათ კერძო სკოლებს?

- არა, მაგრამ ეს მცრეკონტინგენტიანი სკოლებია და ჯამში, წლიური თანხა მიზერულია, რომელიც პრობლემას არ წყვეტს... ამიტომ იყო კერძო სკოლების მხარდაჭერაზე საუბარი.

- რას აპირებთ, ქალბატონო ელზა - მესმის, შესაძლოა ბერკეტები არ გაქვთ, მაგრამ  კერძო სკოლების მასწავლებლები თქვენს იმედად არიან...

- ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, მივუთითოთ ამ ფაქტებზე, თუმცა  მეეჭვება, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება, რაიმე შეიცვალოს.

- ამ ფონზე, კერძო სკოლის მასწავლებლები მაინც ატარებენ ონლაინ-გაკვეთილებს?

- დიახ, ატარებენ და სხვათა შორის, კერძო სკოლები ბევრად სწრაფად და მობილურად მოერგნენ ამ სიახლეს. სადაც ინტერნეტია, ყველგან ტარდება დისტანციური გაკვეთილები და თითქმის ყველა ბავშვი მოცული ჰყავთ. რაც შეეხება ხელფასებს - ზოგი სკოლა ისევ ბანკის ვალს აიღებს, ზოგი ნაწილ-ნაწილ, მაგრამ პედაგოგებს ხელფასს დაუფარავენ;

ბანკები თუ კიდევ გადაავადებენ, კარგი იქნება, სხვაგვარად კერძო სკოლები საერთოდ დაიღუპება - ზაფხულში ხომ შემოსავალი  არ აქვთ... ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანადგომა. პრიორიტეტი უნდა იყოს რეგიონებში ასეთი პატარა კერძო სკოლების ხელშეწყობა და შენარჩუნება. რეგიონები იმიტომ იცლება, მშობელმა არ იცის, შვილი სად მიიყვანოს; ვისაც შემოსავალი აქვს, კერძო სკოლას ირჩევს იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურულად საჯარო სკოლები არაა ისე მოწესრიგებული, როგორც კერძოები; თუნდაც, სველი წერტილები ავიღოთ, რომელიც საჯარო სკოლებში გარეთაა და იქაც არ შეისვლება, ეს კვლევებმა დაადასტურა;  კერძო სკოლები კი ავტორიზაციას ვერ გაივლის, ინფრასტრუქტურა რომ არ ჰქონდეს მოწესრიგებული.

- გამოსავალი რა არის, ქალბატონო ელზა?

- სახელმწიფოს თანადგომა - კერძო სკოლად ბიზნესად არ უნდა აღიქმებოდეს!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“

აღნიშნული პროექტი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გრძელდება

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება