სიახლეები
სკოლები

კიროვაკანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, სახალისო და ეფექტურ დავალებებს ონლაინ-რეჟიმში აწვდიან
08-04-2020
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლა​ სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები მოსწავლეებს ონაილ-რეჟიმში აწვდიან საინტერესო, სახალისო და ეფექტურ დავალებებს.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლა იზიარებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
შემოთავაზებულ დისტანციური სწავლების რეკომენდაციებს: სწავლების პროცესში იყენებს თეამს - პროგრამას და სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმას.

პედაგოგები დირექციის მხარდაჭერით, ხოლო მოსწავლეები - მშობლების დახმარებით ცდილობენ ონლაინ - რეჟიმით სასკოლო სწავლა- სწავლების ფორმატის ჩანაცვლებას ისე, რომ შენარჩუნებული იყოს მოტივაცია,
თეორიული გადაცემა, პრაქტიკული დავალებები და კითხვა-პასუხის რეჟიმში ცოდნის განმტკიცება.

„რა თქმა უნდა გვაქვს ხარვეზები, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია მოსწავლეები დიდი ხნით არ მოწყდნენ სასწავლო საქმიანობას, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ურთიერთობა და მივაწოდოთ
ისეთი დავალებები, რომლებიც სახლის პირობებში იქნება მათთვის საინტერესო, სახალისო და ეფექტური“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება