მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ისევე, როგორც საქართველოს მთლიანი საგანმანათლებლო სისიტემა, ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლაც ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
„სამინისტრომ შემოგვთავაზა სხვადასხვა ალტერნატივა, რაც ჩვენმა სკოლამ შეძლებისდაგვარად გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ სკოლამ სხვადასხვა მეთოდების გამოყენება სცადა, ვინაიდან მოსწავლეთა სრულ კონტიგენტს არ ჰქონდა საშუალება სრულყოფილად ჩართულიყო ყველა შეთავაზებულ პროგრამაში. თავდაპირველად გამოვიყენეთ სპეციალურად შექმნილი საკლასო ჯგუფები სოციალურ ქსელში, შემდგომში ჩავერთეთ teams-ში, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ მუშაობდა. საბოლოოდ, ჩვენი არჩევანი შეჩერდა ახალ ქართულ პლატფორმაზე Feedc.edu, რომლის გამოყენების რეკომენდაციაც სამინისტროსგან მივიღეთ.
ამჟამად მთელი სკოლა ვმუშაობთ აღნიშნულ პლატფორმაზე. ასევე, საკმაოდ დროული და მისასალმებელი აღმოჩნდა პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია.
მადლობა მინდა ვუთხრა პედაგოგებს, რომლებმაც ახალ გამოწვევას ღირსეულად უპასუხეს და მოსწავლეებს ყოველდღიურად უტარებენ დისტანციურ გაკვეთილებს. ასევე, მადლობა ეკუთვნით მშობლებს, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან სწავლების ამგვარ ფორმას და სრულად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაცის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც