მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაც ჩაერთო განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ დისტანციურ სწავლებაში.
მიუხედავად იმისა რომ სწავლების ეს მეთოდი ახალია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც ვცდილობთ მოვერგოთ არსებულ რეალობას და ჩავატაროთ ხარისხიანი გაკვეთილები.
თუმცა ამას ტექნიკური სიძნელეებიც ახლავს თან. კერძოდ მოსწავლეების ნაწილს არა აქვს ინტერნეტთან წვდომა. არა აქვთ კომპიუტერული ტექნიკა რის გამოც მასწავლებლებს მათთან კომუნიკაცია უწევთ ტელეფონებით.
მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, სკოლის პედკოლექტივი და მოსწავლეები მაქსიმალურად ვცდილობთ ჩართული ვიყოთ ონლაინ სწავლებაში“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც