მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ წარმატებით დაინერგა საგანმანათლებლო პროგრამა - Microsoft Teams.
როგორც სკოლის დირექციისგან ხდება ცნობილი, წარმატებით დასრულდა მოსწავლეთა ანგარიშების რეგისტრაცია, შეიქმნა ვირტუალური კლასები სწავლების ყველა საფეხურზე და ასევე - გაკვეთილების ცხრილი; ტარდება დისტანციური გაკვეთილები „მაიკროსოფთის“ პლატფორმაზე მოსწავლეთა სრული დასწრებით. ონლაინ-გაკვეთილები კი მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესებსა თუ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
აქვე, შეუძლებელია, არ აღინიშნოს, რომ Teams-ის პლატფორმაზე შექმნილი სამასწავლებლო სივრცე, საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში ონლაინ ჩატარდეს პედაგოგიური საბჭოს სხდომები, სადაც სკოლის მესვეურნი ისაუბრებენ არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
ასევე ცნობილი ხდება, რომ „ანაბასისის“ თითქმის ყველა პედაგოგი ონლაინ შეხვდა სადამრიგებლო ჯგუფში მშობლებს და გააცნო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით სკოლის მიერ შემუშავებული სტრატეგია. დირექცია კი მადლობას უხდის მასწავლებლებს დაუღალავი შრომისთვის, მოსწავლეებს - აქტიურობისთვის , მშობლებს თანამშრომლობისათვის!
„განსაკუთრებული მადლობა სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერს და ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტს თემურ კურცხალიას, ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც დაუღალავად შრომობს და ხელმძღვანელობს სკოლა ანაბასისის დისტანციური სწავლების ახალ პლატფორმაზე შეუფერხებელ და გამართულ მუშაობას“, - აცხადებს სკოლის დირექცია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც