სიახლეები
სკოლები

ჭვინთის საჯარო სკოლას კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეაქვს
09-04-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, დირექტორ გიორგი გაგნიძესთან ერთად გადაწყვიტეს კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და სოლიდარობის აქციას - StopCov შეუერთდნენ.

„ძალიან ბევრი ფურცელია შემონახული ისტორიის მანძილზე, როცა განსაცდელის ჟამს ქართველები თანადგომითა და თავგანწირვით გვერდიგვერდ იდგნენ და ებრძოდნენ ხილულსა, თუ უხილავ მტერს, არასდროს არ უშინდებოდნენ კარს მომდგარ საფრთხეებს, რადგან ერთმანეთის იმედი ჰქონდათ და სჯეროდათ. 

21-ე საუკუნის დასაწყისიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და მსოფლიო კიდევ ერთი უხილავი მტერის პირისპირ დადგა, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც. ქვეყანა რომელმაც ეს-ესაა ფეხზე წამოდგომა დაიწყო, რომ მსოფლიოსთან ერთად ახალი ვირუსის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. საქართველოს ხელისუფლებისა და ექიმების შეხმატკბილებული შრომის შედეგია დღეს, რომ ასე მყარად ვდგავართ საფრთხის მიუხედავად ფეხზე. უდანაკლისოდ. მიუხედავად ექიმების 24/7 ზე სამუშაო რეჟიმისა მაინც ოპტიმისტური მუხტი იგრძნობა მათგან, რაც  პანიკას გამორიცხავს. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.

ჭვინთის საჯარო სკოლის კოლექტივმა, დირექტორ გიორგი გაგნიძესთან ერთად, გადაწყვიტა მცირედი წვლილი შეეტანა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახალციხის რესურსცენტრთან და რაიონის სხვა სკოლებთან ერთად შეუერთდა აქციას stopcov.ge.

დღეს, ხომ სწორედ გვერდში დგომისა და მხარდაჭერის დროა. 

ბოლოს მინდა მივმართო  სრულიად საქართველოს მოსახლეობას: თუ გვინდა, რომ ფუჭად არ ჩაიაროს ჩვენი ექიმების, პოლიციის, ჯარისა და პატრიარქის ლოცვამ, გთხოვთ გავითვალისწინოთ მოწოდენა „დარჩი სახლში" და შევასრულოთ რეკომენდაციები, ჰიგიენისა თუ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დაუღალავად შრომობს და ზრუნავს ჩვენი ქვეყნი კეთილდღეობისთვის“,- აღნიშნავს ჭვინთის საჯარო სკოლის პედაგოგი თამაზ კაპანაძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება