მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის მცხოვრებლები სოციალურად დაუცველებს პროდუქტებით დაეხმარებიან. მათ გადაწყვიტეს, რომ ადგილობრივი წარმოების კარტოფილი შეაგროვონ და გადასცენ ახალციხის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალიტეტი კი პროდუქტს ეფექტურად გაუნაწილებს სოციალურად დაუცველებს.
„მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ეკონომიკური განვითარება მსოფლიო მასშტაბით და ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაშიც სახარბიელო არ არის. ამ ვითარების გამო საქართველოში სოციალურად დაუცველ ადამიანებს სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემა აქვთ. სწორედ ამიტომ სოფელ ხეოთის მცხოვრებლებმა, სპარტაკი გვრიტიშვილის ინიციატივით და ორგანიზებით, გადავწყვიტეთ, რომ ადგილობრივი წარმოების კარტოფილი შევაგროვოთ და გადავცეთ ახალციხის მუნიციპალიტეტს, რომ შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბაბისმა სტრუქტურებმა ეფექტურად გაუნაწილონ სოციალურად დაუცველებს ჩვენს მიერ მიწოდებული სასურსათო პროდუქტი. ვფიქრობთ, ჩვენი სოფლის მსგავსად კიდევ ბევრი სოფელი გამოიჩენს ინიციატივას და მხარში დაუდგება საქართველოს იმ მოქალაქეების ნაწილს, რომლებსაც ამ დროისთვის დახმარება სხვებზე მეტად სჭირდება. თითოეული სოფლის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდებული ნებისმიერი სასურსათო პროდუქტი (კარტოფილი, სიმინდი, ლობიო და ა.შ.) ჩვენი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გამოკვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ დროისთვის შევძელით ნახევარ ტონაზე მეტი კარტოფილის შეგროვება, ვიწვევთ მუნიციპალიტეტის სოფლებს, რომ მათაც იზრუნონ ჩვენს მოქალაქეებზე. მადლობა, რომ არასდროს ამბობთ უარს ქველმოქმედებაზე, სიკეთე გადამდებია! ხეოთი გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - აღნიშნა ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა გვრიტიშვილმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც