სიახლეები
სკოლები

„წიგნი ჩემი სახლია“ - შემოქმედის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
28-02-2020
-
+


„წიგნი ჩემი სახლია“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, X კლასის მოსწავლე ლიზი დუმბაძემ საინტერესო წიგნზე ისაუბრა და პრეზენტაცია ორიგინალურად წარადგინა.

„ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ მისიად მიიჩნევენ ღმერთის დაცვას, თითქოს ღმერთი სუსტი და უმწეო არსება იყოს და მფარველობა სჭირდებოდეს. ასეთი ადამიანების გვერდით ჩაუვლია კეთრით გატანჯულ ქვრივს, რომელიც ქუჩაში მოწყალებისთვის დგას; ასეთები გვერდით ჩაუვლიან ქუჩაში ჩამოძონძილ მაწანწალა ბავშვებს. ჩაუვლიან და გაიფიქრებენ-რა უნდა ვქნათ, ამათი საქმეც ეს არის, სხვა არაფერი იციან, მაგრამ დაინახავენ თუ არა, რომ ვიღაც ღმერთს შეურაცხყოფს, მაშინვე იცვლებიან, სახე უწითლდებათ და ბრაზით ტყვიებივით ისვრიან უხამს სიტყვებს...

ასეთი ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ღმერთი შიგნითაა დასაცავი და არა გარეთ. ჯობია საკუთარ თავს გაუწყრნენ, რადგან გარეთ შემხვედრი ბოროტება, შინაგანი ბოროტებაა, რომელსაც გარეთ გამოსვლის საშუალება მისცეს. სიკეთისათვის გადამწყვეტი ბრძოლა არენაზე კი არ მიმდინარეობს, არამედ თითოეული ადამიანის გულის ერთ კუნჭულში...“

საოცარი სიტყვებია...იან მარტელმა ბრძანა წიგნში „პის ცხოვრება". ნაწარმოები 2001 წელს გამოვიდა. 2002 წელს ინგლისურ ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ბუკერის პრემია აიღო.

ეს არის წიგნი 16 წლის ბიჭზე, რომელიც 227 დღის განმავლობაში სამაშველო ნავით მოგზაურობს მასთან ერთად გადარჩენილ ბენგალურ ვეფხვ რიჩარდ პარკერთან ერთად.

ეს არის წიგნი ინდოელ ბიჭუნაზე, რომელიც სულიერ საკითხებს ადრეული ასაკიდან ეზიარა. კარგად იცის ბუდიზმი, ისლამი და ქრისტიანობა, მაგრამ საკუთარი თავის რწმენით შეუძლებელს აღწევს.
ეს არის წიგნი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ „ღვთის რწმენა გულს გიხსნის, დარდებისგან გწმენდს, უძირო ნდობით გავსებს, რომ ღვთის რწმენა სიყვარულის თავისუფალი აქტია...“

ეს არის წიგნი, რომელიც დაგაფიქრებთ, აქვს თუ არა საზღვარი თავისუფლებას და არის თუ არა აუცილებელი ამ საზღვრის გადალახვა. სად არის თავისუფლება - ველურ ბუნებაში, სამყაროულ სივიწროვეში თუ ადამიანის გულსა და სულში.

ამ საოცარ სამყაროს ვეზიარეთ დღეს პროექტში „წიგნი ჩემი სახლია“. ჩვენი მეგზური კი X კლასის მოსწავლე ლიზი დუმბაძე გახლდათ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესო წიგნითა და ორიგინალური პრეზენტაციით“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

პროექტი სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება