მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მაშინ, როცა მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, როცა გონება გადატვირთულია ნეგატიური ინფორმაციით, როცა გულში ისადგურებს შიში, როცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში სასწავლო პროცესი წყდება და როცა მასწავლებელი უფუნქციოდ რჩება, გვირაბის ბოლოს სინათლის სხივი ჩნდება“, - ასეთი, სევდანარევი, თუმცა იმედიანი განწყობა აქვთ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში, სადაც უკვე დაინერგა დისტანციური სწავლება და როგორც ამბობენ - „ამ გადაწყვეტილებამ თითქოს სიცოცხლე დაგვიბრუნა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც“.
მარტვილის N1 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც სხვა სკოლები, აქტიურად ჩაერთო დისტანციური სწავლის პროცესში და წარმატებით იყენებს Teams პროგრამას. საგნის მასწავლებლები სისტემატურად კონტაქტობენ მოსწავლეებთან, კლასის ხელმძღვანელები ურთიერთობენ მშობლებთან; დირექტორსა და IT-მენეჯერს მუდმივი კავშირი აქვთ პედაგოგებთან და აცნობენ სიახლეებს; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ წინააღმდეგობას მაინც წააწყდნენ, რადგან ყველა მოსწავლე არ არის უზრუნველყოფილი კომპიუტერით; თუმცა ამ გამოწვევას მარტვილის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, ხელი არ შეუშლია, ის ბავშვებიც კი, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, ჩაერთოთ საგაკვეთილო პროცესში - მასწავლებლები მათთან უწყვეტ სატელეფონო კონტაქტზე არიან, აწვდიან საჭირო მასალას და მარტვილის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ცდილობს, ყოველი მოსწავლე ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, რათა სასწავლო წელი არ გაცდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც