TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„მოსწავლეები აქამდე თუ სოციალური ქსელებით ერთობოდნენ, ახლა შეხვედრას ნატრობენ“ - წვირმის საჯარო სკოლაში გაკვეთილები დისტანციურად ტარდება
10-04-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სკოლის მასწავლებლის თქმით, მოსწავლეებისთვის დღევანდელი მდგომარეობა დიდი სტრესია. მათ დამრიგებლები ხშირად ეკონტაქტებიან და სხვადასხვა თემებზე ესაუბრებიან.

„მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლა ზღვის დონიდან 1600მ მანძილზეა ამასთან ერთად რაიონული ცენტრიდან საკმაოდ შორს არის 18კმ-ით.

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე დაცულად ვგრძნობთ თავს, თითქმის სოფელი შიდა კარანტინშია. საბედნიეროდ, ჯამრთელობის პრობლემები არ გვაქვს. სოფლის ყველა წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, სკოლის პერსონალი და მოსწავლეები ვიცავთ მთავრობის მიერ დაწესებულ  ნორმებს და წესებს.

სკოლა გადასულია დისტანციურ სწავლებაზე მართალია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს მიერ შემოთავაზებულმა პროგრამებმა ვერ იმუშავა,  მაგრამ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, სკოლა ჩართულია დისტანციურ სწავლებაში სოციალური ქსელების საშუალებით. ვუხსნით გაკვეთილებს და ვუგზავნით დავალებებს მეორე დღეს, ვახდენთ უკუკავშირს.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის და მათ შორის, მოსწავლეებისთვის დღევანდელი მდგომარეობა დიდი სტრესია შეძლებისდაგვარად, დამრიგებლები ხშირად ეკონტაქტებიან მოსწავლეებს სოციალური ქსელების მეშვეობით და საუბრობენ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს. საუბარი თითქმის იწყება მონატრებაზე საუბრით, საუბრობენ თუ რითი ერთობიან. აქამდე თუ სოციალური ქსელებით ერთობოდნენ, ახლა ნატრობენ ერთად შეხვედრას“, - გვწერს სკოლის პედაგოგი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება