სიახლეები
სამასწავლებლო

აქვთ თუ არა სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის პრობლემა? - „ოჯახების ნაწილს ინტერნეტი არ აქვს“
13-04-2020
-
+


დისტანციური სწავლების ხარისხის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სკოლას და მასწავლებელს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსწავლის მშობლებთან. თავის მხრივ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მშობლებს ავალდებულებს ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად ხერხდება მშობლებთან კომუნიკაცია, ექმნებათ თუ არა პრობლემები ამ მხრივ სკოლებს და ძირითადად, კომუნიკაციის რომელ ფორმას მიმართავენ მასწავლებლები მშობლებთან ურთიერთობისას - ტელეფონს თუ ონლაინ
პლატფორმებს? - გთავაზობთ, სკოლების დირექტორების პასუხებს:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატი გურეშიძე:

„მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართულები ბავშვების განათლების პროცესში. შეიძლება ითქვას დისტანციურმა სწავლებამ რაღაც შედეგიც კი გამოიღო. მშობლებმაც ბევრი რამ ისწავლეს ბავშვებთან ერთად. ჩვენთან კომუნიკაცია, ძირითადად, ონლაინ პლატფორმის, „თიმსის“ საშუალებით ხდება“.

ხულოს მუნიციპალიტეტის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის მთისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ თურაძე:

„მშობლებთან კომუნიკაცია როგორც სატელეფონი, ისე ონლაინ საშუალებით ხდება. არის შემთხვევები, როცა მესენჯერის მეშვეობით ვუკავშირდებით მშობლებს. ისინი მაქსიმალურად არიან ჩართულები და ცდილობენ ხელი შეგვიწყონ ონლაინ სწავლების პროცესში“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი:

„კავშირის პრობლემა გვაქვს, ვინაიდან სოფელში არ არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი, ერთადერთი თავად მოსწავლეებს თუ აქვთ ტელეფონში ჩართული ინტერნეტი მაშინ ხერხდება ჩართვა. ამიტომ, კომუნიკაცია მოსწავლეებთანაც კი ძალიან შეზღუდულია, ძირითადად არის მაღალ კლასელებთან და რამდენიმე ბავშვთან. მშობლები გვეხმარებიან იმ მხრივ, რომ ბავშვებს თავად აქცევენ ყურადღებას, უფრო მეტად გადასული ვართ ტელე-გაკვეთილებზე, ვინაიდან უკუკავშირის საშუალება არ გვაქვს და ვერც ინტერნეტს ვერ ვიყენებთ“.

მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე:

„მშობლების ნაწილს მაინც უჭირს კომუნიკაცია, რადგან ინტერნეტის პრობლემაა. დაწყებითი კლასის მშობლები უფრო აქტიურად არიან ჩართულნი, მათ ბუქებიც აქვთ და კომუნიკაციას უფრო მარტივად ახერხებენ, თუმცა ინტერნეტის პრობლემა მათაც აქვთ. საბოლოო ჯამში შემიძლია გითხრათ, რომ 70%-მდე მაინც ჩართულნი არიან ამ პროცესში“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი დილარა აბაზოვა:

„ოჯახების ნაწილს ინტერნეტი არ აქვს, თუმცა ტელეფონის საშუალებით ვუკავშირდებით. ზოგადად, რამდენადაც საშუალება აქვთ, მშობლებს იმდენად არიან ჩართულნი დისტანციური სწავლების პროცესში და ხელს გვიწყობენ, მოსწავლეებთან კომუნიკაციის თვალსაზრისითაც“.

შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ფუტკარაძე:

„პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს მშობლებთან კომუნიკაციისას, თუმცა მაღალმთიან აჭარაში ვცხოვრობთ და პრობლემა ინტერნეტთან დაკავშირებით უფროა. მიუხედავად ამისა, მასწავლებლები ცდილობენ, ვისაც ინტერნეტი არ აქვს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ვისაც ინტერნეტი აქვს, ძირითადად, „მესინჯერის“ საშუალებით ვუკავშირდებით“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახურცილაოს საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ადამია:

„მშობლები ჩართულები არიან შეძლებისდაგვარად, როგორც ახერხებენ იმის მიხედვით. ჩვენ მცირერიცხოვანი სკოლა ვართ და ასე თუ ისე ვახერხებთ, რომ დავუკავშირდეთ. მშობლებისთვის უფრო მოსახერხებელი მესენჯერი აღმოჩნდა. „თიმსშიც“ კი დავრეგისტრირდით, მაგრამ ამ პროგრამაში მშობლებს უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ, შესაბამისად გადავწყვიტეთ „მესინჯერით“ გვესარგებლა, რადგან ეს უფრო უადვილდებათ“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ეკატერინე ღუღუნიშვილი:

„მე ვასწავლი სოფლის სკოლაში, სადაც თვითონ სოფელში არ არის ინტერნეტი, რაც გარკვეულ პრობლემას გვიქმნის. ძირითადად, ვსარგებლობთ „მესინჯერით“. ბავშვებს აქვთ 20 თეთრიანი ინტერნეტი, რომელიც ვერ წვდება იმ პროგრამებს, რასაც ჩვენ ვითხოვთ. მშობელსაც და მოსწავლესაც „მესინჯერით“ ან ტელეფონით ვუკავშირდებით. „თიმსშიც“ დარეგისტრირებული ვარ, ბავშვებიც დარეგისტრირებული მყავს, მაგრამ ინტერნეტის დაბალი ხარისხის გამო ვერ შემოდიან. ამიტომ „თიმსში“ დავალებების გაგზავნას აზრი არ აქვს“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება