მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N94 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლიზი მიჩილაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა.
მონატრების ერთი თვე
„გეშინია...სიცოცხლე იმად არ ღირს, მისი გულისათვის შიშს მონად გაუხდე’’.
ჯემალ ქარჩხაძე „ანტონიო და დავითი’’
ზოგჯერ ატომურ აფეთქებას ჰგავს მონატრების აფეთქება. როგორ გადმოვცე ჩემი გრძნობები? ფიქრები, ემოციები და სურვილები. მახსოვს ბავშვობაში, როგორ მინდოდა ყველა გრძნობის და ემოციის გემოს გასინჯვა. ინტერესი მქონდა, იმის თუ როგორ მოვიქცეოდი უარყოფითი ემოციების დაუფლების დროს, ეს ინტერესი კი ძალიან ღრმა იყო. მძიმე ყოფილა ამ ემოციებით იარო გზაზე, რომელიც არ იცი როგორია და არ იცი რამდენ ხანს გასტანს. „ჩემს წარმოსახვაში ბრძოლის მომენტია“, განვიცდი ყველა გრძნობას, რასაც განიცდიან ახლა ადამიანები. ყოველთვის მაინტერესებდა, ჩემს თავზე მსგავსი რამ გამომეცადა.
დღეს განვიცადე მსგავსი გრძნობა, ვგრძნობ ემოციებს, რომლებსაც განიცდიან ადამიანები. მაგრამ, არ ვიცი, ეს ინტერესი დავიკმაყოფილე თუ დამიკმაყოფილა სამყარომ, არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ ახლა ჩემი წილი განცდა მაქვს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მიმართ. მონატრებას ვგრძნობ, ჩემი ყოველდღიური საქმიანობის მონატრებას. „ხმაური მენატრება, გაზაფხული მენატრება, ჩემი სოფელი მენატრება, იქ სულ სხვა ხმაზე ჭიკჭიკებენ ჩიტები, სოფლის ნიავი მენატრება ფილტვებს, რომ ავსებს და ამხნევებს, მენატრება მთებზე გვირგვინივით დადგმული ცისარტყელა წვიმის მერე, მენატრება ცა, რომელიც განსხვავებულია, იასამანი მენატრება მისი მშვენიერებით და სურნელით’’. როგორ მინდა თუნდაც წამიერად, მაგრამ დამანახა უბოროტო, კეთილშობილებით აღსავსე სამყარო და ამ სამყაროს სილამაზე. ვაითუ, უიმედოა ეს იმედი, რომელსაც ყოველ დილით, მზის ამოსვლისას ვგრძნობ.
და მაინც, ვფიქრიბ რომ, ამ სიტუაციის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ გამოვიმუშაოთ სირთულეებთან შებრძოლების ჩვენებური მეთოდი.
გავბედოთ ვიფიქროთ ..საზღვრებს მიღმა’’, ,,დავივიწყოთ დრომოჭმული ცოდნა, შიშით გაბერილი გამოცდილება და თამამად, თავდაჯერებულად ახალი, კრეატიული იდეების დინებას მივჰყვეთ’’. არ დავიღალოთ ბრძოლაში, რომელშიც სამყაროა ჩაბმული. შენ და მე გვაქვს შანსი ამ ბრძოლაში გამარჯვება გახდეს ჩვენი პიროვნული სიძლიერის სიმბოლო!
სისუსტეებზე- სიძლიერით გამარჯვების სიმბოლო!
შიშზე- სიმამაცით გამარჯვების სიმბოლო!
უნებისყოფობაზე- ნებისყოფის ძალის გამარჯვების სიმბოლო!
ზიზღზე- სიყვარულით გამარჯვების სიმბოლო!
დღევანდელი ვერ რეალიზებულობა დაე გამხდარიყოს ის ბიძგი, რომელიც აღმოგვაჩენინებს აქამდე აღმოუჩენელ გზებს, მიგვაღწევინებს აქამდე მიუღწეველს და ამ ახალი ცხოვრების სტილით, ჩვენ შევძლებთ გავხდეთ სხვებისთვის შთამაგონებელი მაგალითი და სასარგებლო ძალიან ბევრი ადამიანისთვის.
გვჯეროდეს უფლის ძლევამოსილების!
ლიზი მიჩილაშვილი
თბილისის N94 საჯარო სკოლის პედაგოგი.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...