სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
03-08-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის  ფარგლებში, სპეციალური კურსი შეიქმნა, რომელიც პილოტირების რეჟიმში 4 პროფესიული სასწავლებლისა და 6 საჯარო სკოლის მონაწილეობით განხორციელდა.  

კურსი იყო ინოვაციური მიდგომა და ითვალისწინებდა სკოლის მოსწავლეების ვიზიტებს (ორი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ) პროფესიულ სასწავლებლებში და ადგილზე  მინიმუმ ორი განსხვავებული პროფესიის პრაქტიკულ მოსინჯვას. პროცესის მონიტორინგმა   აჩვენა,  რომ მოსწავლეებს მნიშვნელოვნად შეეცვლათ დამოკიდებულება პროფესიული განათლებისა და ზოგადად, სხვადასხვა პროფესიების მიმართ, დაეუფლნენ ელემენტარულ  უნარებს მებაღეობის, ცხოველების მოვლის, კულინარიის, ხეზე მუშაობის  და სხვა მიმართულებით. მოსწავლეები თვლიან, რომ პროცესი იყო სახალისო და საინტერესო. 

ახალ ინიციატივას მიეძღვნა კონფერენცია, რომლის  მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის პროფესიული უნარების განვითარების  კურსების  პილოტირების შედეგების გაცნობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  აღნიშნული მეთოდოლოგიის უფრო მასშტაბურად დანერგვის საკითხებზე მუშაობს, სადაც თავად სკოლებსაც მიეცემათ საშუალება განუვითარონ მოსწავლეებს შრომითი უნარები და მიაწოდონ ინფორმაცია პროფესიების შესახებ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

ღონისძიებამ დიდი მოწონება და ემოციური გამოხმაურება დაიმსახურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება