მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნუნუ კუტივაძე კორონავირუსის გამო დასადგურებულ „სიჩუმის 1 თვეს“ ჩანახატს უძღვნის და საკუთარი თვალით დანახულ გაზაფხულს აღწერს, რომელიც კორონავირუსის გამო სხვებისგან განსხვავებულია.
etaloni.ge მოსწავლის მიერ გადმოცემულ სევდიან ნაფიქრალს უცვლელად გთავაზობთ:
ჩემი თვალით დანახული სამყარო
დადგა ახალი რეალობის დასაწყისი...
რეალობისა, სადაც ადამიანებს ერთმანეთის ეშინიათ, ერთმანეთს გაურბიან და ერთმანეთისგან სიშორეს ამჯობინებენ...
ბოლო ერთმა თვემ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და თან მომცა საშუალება სხვაგვარად დამენახა სამყარო, დამეხმარა ადამიანური ურთიერთობების არსს უფრო ღრმად ჩავწვდომოდი და ფერადი კი არა, მუქი ფერებით გაჯერებული დამენახა ახალი სამყარო, სადაც შიშია გამეფებული... (და სამწუხაროა, რომ ამ ჯერჯერობით დასასრული არ აქვს.)
ასეთი ცივი და შიშის მომცველი გაზაფხული არასდროს ყოფილა, არც ცხოვრება ყოფილა ასეთი დამრთგუნველი და სიცოცხლე დაუცველი.
გაზაფხულის სილამაზე და მრავალფეროვნება ადამიანისგან აღარ აღიქმება, მათთვის საფიქრალი მხოლოდ ერთია - როგორმე გადარჩნენ...
ხეებსაც გასცვეთიათ თავისი ჭრელი, ხელთუქმნელი კაბები და უხალისოდ დაუშვიათ ტოტები დაბლა... ისინიც დარდობენ, განიცდიან კაცობრიობის თავს დატეხილ უბედურებას...
თითქმის ერთი თვე მიიწურა იმის მოლოდინში, რომ კოშმარად ქცეული დღეები ჩაივლიდა, შიშით ავსილი გულები დამშვიდდებოდა და სამყარო კვლავ შეიმოსებოდა ნათელი ფერებით, ისევ გაუღიმებდნენ ადამიანები ერთმანეთს და გულწრფელ სიყვარულს გაუზიარებდნენ ერთურთს.
.... მწარე რეალობაა, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობის სიმბოლოდ ვირტუალური სამყარო იქცა, რომელიც რეალური სამყაროსგან ძირეულად განსხვავდება, თუმცა ამ ყველაფერმა ადამიანები ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრა, მიახვედრა, რომ მართლაც „წუთია წუთისოფელი.“
ყველაფრის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდება, დასრულდება შიში და ერთმანეთის მონატრება.
ღრმა რწმენით მწამს, რომ უფლის ნებით კვლავ შემოაბიჯებს ჩვენს ცხოვრებაში გაცრეცილი, შიშის მომგვრელი გაზაფხულის ნაცვლად თბილი, ხატულა და ფერადი კაბებით შემოსილი გაზაფხული.
ჩემი ნატვრაა ტკივილის გარეშე მიხაროდეს, მოღრუბლულ ცაზე ცხრათვალა მზეს ვხატავდე და ყოველი დღის გათენებას სიხარული და ბედნიერება მოჰქონდეს...
ღმერთი მოწყალეა, ამიტომაც მჯერა, რომ მალე ყველფერი კარგად იქნება...
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...