მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ - etaloni.ge-ს მიერ შეთავაზებულ თემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჩხიკვთას სჯარო სკოლის პედაგოგი ია ზურაბაშვილი ემოციური ჩანაწერით ეხმაურება და საკუთარ განცდებს გადმოგვცემს.
მონატრების ერთი თვე
დილიდან უსულო ჰაერის ტკივილი ამყვა, ოთახის ფანჯრები გამოვაღე ხმაურიანი ქუჩების ჩასასუნთქად, მაგრამ გარეთ ჰაერიც სუნთქვა შეკრული დადის.
ტკივილი მონატრება და დანაშაულის გრძნობა ერთმანეთში აირია. სამზარეულოში მდგარი ყუთიდან ისევ გაფრთხილების ხმა ისმის, დედამიწამ დაიძინაო! ყოველ ერთ საათში გვატყობინებენ. ახლა ადამიანები უფრო საშიშები გახდნენ ერთმანეთისთვის ვიდრე აქამდე ან წარსულში ყოფილან.
ტელეფონს დავხედე, ისიც დუმს, არც ერთი შეტყობინება. მესამე დღეა სახლშიც არ მოსულა ერთადერთი რის სათქმელადაც იცლის გაფრთხილებაა თავს მიხედეთ!. მალე მოვალ...
წუთები საუკუნეებივით იწელება, კვირის დღეები ერთმანეთში აირია
ძილის სათის მსგავსი სიჩუმეა ერთადერთი დადებითი თვისება კი ფიქრის დროა ახლა იმაზე მეტს ვფიქრობ ვიდრე შემეძლო........
თითოეულ ნაბიჯს ხელახლა ვიხსენებ წარსულის მოგონებებით ვცდილობ თავის გამხნევებას.
დედამიწა დუმს ისვენებს, ცხოველად ქცეული ადამიანები ახლა უფრო გაცხოველებულები სახლში მჯდომნი ველოდებით გამოფხიზლებული სიცოცხლის დაბრუნებას. გაზაფხულია... დღეს პირველად აყვავდა ბაღში მდგომი ატმის ხე, მაგრამ რაღაც იდუმალი ძალა მაინც არ მაძლევს საშუალებას ბოლომდე შევიგრძნო ბედნიერება. უცნაური ტკივილი ამეკვიატა მაგრამ რა არ ვიცი იქნებ შეცდომების და სინანულის გრძნობა? საკუთარ ამბიციებს აყოლილი სულის კივილი, რაც არ უნდა იყოს ფაქტია ვისჯებით მე შენ და ჩვენს გარშემო არსებული სამყარო. დედამიწა სუნთქვა შეკრული და თვალებში ბრაზჩამდგარი, უსულო ქანდაკებასავით გაშეშდა.
ღმერთს განდგომილმა არსებებმა ლოცვა დავიწყეთ, სინანულმა კი იმძლავრა, იფეთქა ვულკანურ ლავასავით მოგვედო და საკუთარ სახლებში გამოგვამწყვდია.
იფიქრეო! გაჩერდიო! ყვირის დედამიწა, როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ გავიგონეთ მისი ხმა.
გავთანაბრდით ერთმანეთის თანასწორნი გავხდით ახლა ყველას ერთნაირად გვეშინია, მსგავსი ტკივილით გვტკივა და ერთი ოცნების გარეშე ვართ გაერთიანებულნი სიცოცხლის გაღვიძებისთვის. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, „სიკვდილი ყველას ათანასწორებს“ არც სიმდიდრის და არც ღატაკური თვალების დანდობა არ იცის. მოვა და მორჩა....
ვზივარ ვფიქრობ და ვხვდები როგორ მანადგურებს მონატრება, ადამიანების სუნთქვა გახშირებული პლანეტის სურვილი განუზომელი ხდება.
მაგრამ ბავშვობაში წაკითხული ზღაპრებიდან მახსოვს რომ ჭირი სადღაც შორს რჩება და ლხენა ბრუნდება. ახლაც გამოიდარებს მზე გამოვა მაგრამ არა ისეთი როგორიც აქამდე იყო. ის გაცილებით უკეთესი იქნება აღარასოდეს მოეფარება ღრუბლებს, გაგვათბობს ახალი სიცოცხლის შეგრძნებას გვასწავლის. აპრილიც გავა და ვარდობის თვეს ადამიანობას მონატრებული დედამიწა ისევ დაიწყებს ბრუნვას, ფილტვებში ახალ სიცოცხლეს ჩაისუნთქავს. და მერე ზუსტად გვეცოდინება, რომ სიცოცხლეში ყველაზე ძვირად ღირებული განცდა არის მონატრება! მონატრება ადამიანური სულის კვეთების, ოჯახში მყოფი ადამიანების საკლასო ოთახში მყოფი მოსწავლეების, სიცოცხლის სადარაჯოზე მდგომი ადამიანების ვინც დღეს ჩვენს გამო უხილავი მეომრის წინაშე იბრძვის, ის ერთია ჩვენ კი ათეულნი ასეულნი და ათი ათასეულნი. ესეც გაივლის და მონატრებას რომელსაც ერთი თვეა მთელი არსებით განვიცდით დედამიწის ფილტვებიდან ამოხეთქილი ხმაურით დავაგვირგვინებთ, ეს იქნება კაცობრიობის მანძილზე არსებული ყველაზე დიდი მონატრება რომელსაც ადამიანად ყოფნა ერქმევა. ჩვენ ვისწავლით ჩვენი დანიშნულებით ცხოვრებას.
სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას სჯარო სკოლის პედაგოგი ია ზურაბაშვილი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...