კორონავირუსით ინფიცირების მთავარ სიმპტომს მაღალი ტემპერატურა და შემცივნება წარმოადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულთა უმეტესობას ტემპერატურის მატება და ციებ-ცხელება აღენიშნებათ. დასნებოვნებულთა სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსამდე იწევს.
COVID-19-ით ინფიცირებულები ხშირად ღამით არაცნობიერ მდგომარეობაში იღვიძებენ და ვერ გაუგიათ, რა ხდება მათ თავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ამ სიმპტომების შესახებ დაავადებულთა 90%-მა აღნიშნა.
მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ლიდერი აშშ-ია (432 ათასი), ესპანეთი მეორე ადგილს იკავებს (148,2 ათასი), იტალია - მესამს (139,4 ათასი), მეოთხეს - გერმანია (113,2 ათასი), საფრანგეთი (83,08 ათასი) კი - მეხუთეს. ყველაზე მეტი ლეტალური დასასრული იტალიაში დაფიქსირდა - 17 669.