მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„განათლების მიღმა საქართველოში კი არა, ჩვენს ქვეყანაზე გაცილებით დაწინაურებული ქვეყნებშიც დარჩნენ ბავშვები. იქ ამაზე მსჯელობენ, აქ მსჯელობა აკრძალულია“ - აღნიშნულ შეფასებას განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ტელესკოლის ქებასა და დიდებაზეა გადასული, მაშინ როცა არც კი ვიცით, რამდენი ბავშვია ჩართული სასწავლო პროცესში და რამდენია განათლების მიღმა.
როგორც განათლების სპეციალისტი წერს, კორონავირუსის გადავლის შემდგომ მოგვიწევს რეალობისთვის თვალის გასწორება და იმ საგანმანათლებლო კრიზისის დანახვა, რომელშიც აღმოვჩნდით:
„რატომ მძულს ტელეგაკვეთილები?
ტელეგაკვეთილები კი არა, ის აზროვნება მძულს, ცხოვრებისა და ურთიერთობის ის წესი, რომელიც საბჭოეთიდან გადმოგვყვა. ამ უაზრო ინიციატივამ გააერთიანა მრავალათასიანი არმია მოქალაქეებისა, რომელთა ფუნქცია ლაიქებით, აპლოდისმენტებითა და ხოტბის აღვლენითაა დაკავებული. ზოგს გულწრფელად სწამს, ზოგს ევალება/ვალდებულია, ზოგი ნარცისიზმშია ჩაძირული.
არადა კრიზისია, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც. მარტო ეკონომიკურ, პოლიტიკურ კრიზისს არ ვგულისხმობ. საგანმანათლებლო კრიზისია!
კრიზისის მთავარი მახასიათებელია ის რომ ბევრი ბავშვი დარჩა განათლების მიღმა. ამაზე სხვა ქვეყნებში წერენ, მსჯელობენ, დავობენ, ჩვენთან ტელეგაკვეთილების ქება-დიდების მარათონია სტახანოვური ვნებითა და სავოკური გზნებით. და, თურმე, მიღმა რომ დარჩნენ ბავშვები, ამიტომაა ტელესკოლა საჭირო და აუცილებელი.
ამ ზერელე მსჯელობას ვერ დაფარავს საოცრად ხმაურიანი აპლოდისმენტები, ქება-დიდების სტახანოვური მარათონი. ზერელე მსჯელობა უდღეურია და მალე ქრება, მაგრამ ახალი ზერელე მსჯელობა დაიბადება ხოლმე მამულში.
ვინმემ იცის, ან იქნებ მეხოტბეებმა და ნარცისებმა დასვეს კითხვები?
იქნებ გაირკვა:
1. რამდენი ბავშვია ჩართული სასწავლო პროცესში? (გაცილებით ნაკლები, ვიდრე კორონამდე).
2. რამდენი ბავშვი დარეგისტრირდა სხვადასხვა პორტალზე, რომ დისტანციურად მიიღოს განათლება? (იმაზე ნაკლები ვიდრე სკოლაში დადიოდა).
3. რამდენი ბავშვი შევიდა საიტზე ერთხელ? ორჯერ? სამჯერ? ოთხჯერ და ა.შ? (უფრო ცოტა ვიდრე დარეგისტრირდა).
4. რამდენი უყურებს ტელესკოლის ვიდეოებს (გაკვეთილებს ვერ ვუწოდებ, რადგან არ არის გაკვეთილი)? (უფრო ცოტა ვიდრე განათლების მიღმა დარჩა, კიდევ უფრო ცოტა მიზნობრივად, ვიდრე სჭირდება).
ამ კითხვებს კონკრეტული პასუხი აქვს, რიცხვი გვაინტერესებს რამდენი. თუ ცნობილია, უკან წავიღებ ჩემს ყველა ნათქვამს ტელესკოლის მეხოტბეთა და ჩემთვის უსიამოვნო აპლოდისმენტების შესახებ.
უნდა ვიცოდეთ ეს მონაცმები. მაშინ გვექნებოდა შანსი, რომ დავშორდეთ ზერელე მსჯელობას, დაგვენახა განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები და მათი პრობლემები.
განათლების მიღმა კი საქართველოში კი არა, ჩვენს ქვეყანაზე გაცილებით დაწინაურებული ქვეყნებშიც დარჩნენ ბავშვები. იქ ამაზე მსჯელობენ, აქ მსჯელობა აკრძალულია. (რამდენიმე სტატია წავიკითხე, როგორ წერენ ამერიკელები ამ საკითხზე და ვიფიქრე, ჩვენთან დაწერენ? დაიწყება ამაზე მსჯელობა? არა მგონია. აქ ჯერ სხვა ვნებები ბობოქრობს).
კორონა გადაივლის, მოგვიწევს კრიზისებთან გამკლავება. კრიზისი კი მარტო ეკონომიკური არ იქნება, დღეს არსებული განათლების კრიზისის შედეგებისთვისაც მოგვიწევს თვალის გასწორება.
და, ბოლოს:
1. ეს სტატუსი ლაიქებისთვის არ დამიწერია. თუ წაიკითხეთ, უკვე მადლობას გიხდით.
2. გროტესკულია ვიდეოების წამყვანთა შეპირისპირება ეს გენიალური მასწავლებელია, არაჩვეულებრივია, ის ისე რა. კარგი მასწავლებელი დღეს გეგმავს გაკვეთილებს, მთელი დღე კომპიუტერთან ზის, უკავშირდება ბავშვებს, იწვევს ვირტუალურ გაკვეთილებზე, თვალები სტკივა და ბევრი შრომისგან წელიც. სულ ესაა კარგი მასწავლებლობის პროზაც და პოეზიაც".
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...