სიახლეები
საინტერესო

როგორ აღნიშნა კათოლიკური აღდგომა ევროპამ პანდემიის პირობებში
13-04-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ბევრი ღონისძიების ჩატარებას შეუშალა ხელი. გამონაკლისი არ გამხდარა აღდგომაც, რომელიც კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა 12 აპრილს აღნიშნეს. 

რადგან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ღონისძიებების გამო ადამიანები თავად ვერ წავიდნენ ეკლესიებში, სასულიერო პირებმა მათთვის ღვთისმსახურება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარეს.

რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო წირვა ვატიკანში, წმინდა პეტრეს თითქმის ცარიელ ტაძარში ჩაატარა. მან სააღდგომო ლიტურგია Urbi et Orbi აღავლინა. ღვთისმახურებას მხოლოდ რამდენიმე მღვდელი ესწრებოდა.

ფრანცისკემ ყველა ქვეყანას მოუწოდა, პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარულები იყვნენ, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფლიქტები და შეუმცირონ ან აპატიონ ვალები ღარიბ სახელმწიფოებს. ასევე რომის პაპმა მრევლს მოუწოდა არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში. პაპის გამოსვლა ტელევიზიით და ონლაინ გადაიცემოდა.

მანამდე კი ვატიკანმა კათოლიკურ ეკლესიებს ვნების კვირაში საჯარო ცერემონიალების, მათ შორის ქრისტეს ცხოვრებიდან ტრადიციული ინსცენირებების, გადადების ინსტრუქციები მისცა.

მთელ იტალიაში მღვდლებმა WhatsАpp-ში ჯგუფები შექმნეს. ისინი ასევე სხვა სოციალურ ქსელებს იყენებენ, რომ მრევლთან კავშირი შეინარჩუნონ.

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ფონზე, ლეგენდარულმა იტალიელმა მომღერალმა და ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ აღდგომის დღესასწაულზე მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში კონცერტი ჩაატარა და რელიგიური ჰიმნები შეასრულა. კონცერტის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში შემსრულებლის Youtube არხით გადაიცემოდა. ჩანაფიქრით კონცერტი იყო სიყვარულის, განკურნების და იმედის გზავნილი, როგორც იტალიისთვის, ისე მსოფლიოსთვის.


                                                                                                       ფოტო: Reuters

საკარანტინო შეზღუდვების გამო გემანელმა სასულიერო პირებმაც აღდგომის მრევლთან ერთად აღნიშვნის ალტერანატიური ხერხები მოძებნეს. ზოგიერთმა კათოლიკური და პროტენსტანტული ეკლესიის მსახურმა ღვთისმსახურებმა ​ვიდეო-ტრანსლაციის დახმარებით ინტერნეტში ჩაატარა.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის შემოგარენის ქუჩებში კი მღვდელმა აღდგომის წირვა, ღია ავტომობილით ჩაატარა. 

მისი მიზანი იყო ადამიანებს კორონაირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის დაურღვევლად ღვთისმსახურების ღია ფანჯრებიდან მოსმენა შეძლებოდათ.



                                                                                                          ფოტო: AFP

48 წლის ნუნო ვესტვუდმა საკუთარი ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის მრევლის ერთ-ერთი წევრისგან კაბრიოლეტი ითხოვა.

„ვიგრძენი აუცილებლობა მეთქვა ადამიანებისთვის, რომ ისინი მარტო არ დარჩენილან, ამიტომ უნდა გავსულიყავი მათთან და ნუგეშის და რწმენის მიმცემი სიტყვები მეთქვა. მართალია ჩვენი ტაძარი დაკეტილია, მაგრამ ეკლესია ცხოვრებას აგრძელებს“, - აღნიშნა მღვდელმა.

გარდა ამისა, მღვდელი კარანტინის დროს სოციალურ ქსელებში ღვთისმსახურების ონლაინ-ტრანსლაციას უწევს ორგანიზებას. მისი თქმით, ხანდახან ტრანსლაციას 200-ზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს, მაშინ როცა ეპიდემიამდე ეკლესიაში საშუალოდ 50-100 ადამიანი მიდიოდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა ცნობილი ქალი მეცნიერების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება