მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. პედაგოგებმა კარგად გაართვეს თავი სწავლების ახალ რეჟიმს.
„სოფელი მარაბდა მარნეულთან ძალიან ახლოსაა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი მთლიანად საკარანტინე ზონაა, ჩვენი სოფლის გადასახვევი კი მარნეულის მუნიციპალიტეტის დასაწყისშია, სოფლის გადასახვევი ჩაიკეტა.
მიუხედავად სტრესული სიტუაციისა, მარაბდის საჯარო სკოლის პედაგოგებმა შეძლეს დისტანციურ სწავლებაში ჩართვა, მოსწავლეებიც შემოიკრიბეს და უჩვეულო სიტუაციაში, ჩაკეტილ სივრცესში გაართვეს თავი ახლებურად მუშაობას. მოსწავლეებს დავალებებს ვაძლევთ მესენჯერში და სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ თიმსის პროგრამაში, გამოუვალ სიტუაციაში ვიყენებთ სატელეფონო ზარებსაც.
მოსწავლეები ჩაბმული არიან ტელე სწავლებაშიც, რომელიც ძალიან საინტერესოა მათთვის. პედაგოგები მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან, უზიარებენ ერთმანეთს სიახლეებს და სწავლობენ ერთმანეთისაგან სხვადასხვა აქტივობებით სწავლებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც