სიახლეები
სკოლები

„ისევ ერთად დავამარცხებთ უხილავ მტერს! - ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორმა მარიკა დუმბაძემ პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას ემოციური ჩანახატი მიუძღვნა
13-04-2020
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის დრ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიკა დუმბაძემ კორონავირუსის პანდემიის გამო არსებულ სიტუაციას ემოციური ჩანახატი მიუძღვნა.


მონატრების ერთი თვე


  გასაოცარი ზამთარი გვქოვდა ამ წელს, ცივი და სუსსხიანი, თითქოს ცდილობდა მივეხვედრებინეთ, როგორი გაზაფხული გვექნებოდა. გაზაფხულის მოსვლა კი  როგორც არასდროს, ისე მიხაროდა.  მეც კი მაკვირვებდა ჩემი სიხარულის გრძნობა, ისე ველოდებოდი, თითქოს ძალიან მონატრებულ ადამიანს უნდა შევხვედროდი... ...საოცარი სურნელი ტრიალებს ირგვლივ, ყველაფერი ყვავის, სიცოცხლე მაინც ხარობს,  ვგრძნობთ,  როგორი მშვენიერია  ცხოვრება. სადღესასწაულოდ მორთულ ქალს ჰგავს გაზაფხული, თავს რომ იწონებს თავისი სილამაზით და ახალწვერულვაშ მოღერებულ ყმაწვილებს „შესაბმელად“ იხმობს.

გულში ტკივილს ვგრძნობ, რაც მახსენებს, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც მინდა, რომ იყოს, თუმცა მჯერა, გადაულახავი, დაუძლეველი არაფერია ცხოვრებაში, ერთად თუ ვიბრძოლებთ, ერთად თუ ვიქნებით, ერთად მხურვალედ ლოცვა ყველა დაბრკოლებას გადაგვალახვინებს. მთავარია, გვიყვარდეს და  უფრო მეტად  დავაფასოთ ერთმანეთი,  უფრო მხურვალედ ჩავეხუტოთ მონატრებულები ერთმანეთს!

 ახლა დისტანციურად ვეხმიანებით, ვცდილობთ, ვიგრძნოთ ერთმანეთის ფასი! სამყაროს დროებით კარი გამოვუხურეთ, ეს აუცილებელია, სახლში დარჩენა არ არის ცუდი, უფრო მეტ დროს დავუთმობთ ოჯახის წევრებს, უფრო მტკიცე და ძლიერები ვიქნებით. ახლა ერთმანეთზე ზრუნვის დროა, საკუთარსა და სხვის  სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე ერთნაირად უნდა ვიზრუნოთ, სხვაგვარად ვერ გადავრჩებით.  მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსწავლეები, მასწავლევლებლები აქტიურად არიან ჩართული დისტანციურ სწავლებაში, მახარებს, მათი  პასუხიმგებლობა, უდიდესი მონატრების გრძნობამ გაგვაერთიანა „ონლაინ ჩათებში“. უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ჩემგან ჩემს მასწავლებლებსა  და მოსწავლეებს.  მინდა, რომ გწამდეთ   მთელი გულით, ერთ დღეს აუცილებლად გამოიდარებს, ისევ ამოვა მცხუნვარე მზე, ისევ დავთქვამთ შეხვედრის ადგილებს, ისევ გაივსება ქუჩები ადამინებით, ისევ ისეირნებენ სკვერში, პარკებში, ისევ დაგვაგვიანდება საცობების გამო სამსახურებში, ისევ დიდი სიყვარულით ჩავეხუტებით ერთმანეთს, ისევ ერთად  დავამარცხებთ უხილავ მტერს!.

                                                      დრ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიკა დუმბაძე

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება