მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბუღაშენის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს. მოსწავლეებთან დასაკავშირებლად მასწავლებლები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას იყენებენ.
"მასწავლებლებმა თავდაპირველად მუშაობა დაიწყეს messenger - ით, დახურული ჯგუფებით, შექმნეს საკლასო ჯგუფები და ერთი კვირის განმავლობაში ასე მუშაობდნენ. შემდეგ თანდათან გადაერთვნენ პროგრამა Taems - ში, სადაც თითქმის ყველა მოსწავლე და მასწავლებელია ჩართული. არის ხარვეზები, მაგრამ ძალას და ენერგიას არ იშურებენ, არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი შედგეს.
მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ცოცხალი საგაკვეთილო პროცესი ურჩევნიათ, მაგრამ ითვალისწინებენ რა შექმნილ ვითარებას, აქტიურად მონაწილეობენ ონლაინ სწავლებაში; ცდილობენ კარგად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა.
დირექცია ითვალისწინებს და იცავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც