TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის IV1 კლასის მოსწავლეებმა ლიკა ტრაპაიძემ და ნიკოლოზ კოსტავამ საკუთარი განცდები ჩანახატებით გადმოსცეს
14-04-2020
-
+


მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ - etaloni.ge-ს მიერ შეთავაზებულ თემას ემოციური ჩანაწერით გამოეხმაურნენ და საკუთარი განცდები გადმოსცეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის IV1 კლასის  მოსწავლეებმა ლიკა ტრაპაიძემ და ნიკოლოზ კოსტავამ.

                                                           
                                                                 „მონატრებული საკლასო ოთახი“

ეჰ, როგორ მომენატრა  ჩემი საკლასო ოთახი, სკოლა, მასწავლებელები, ჩემი თანაკლასელები, მეგობრები. სკოლა ხომ მარტო სასწავლო პროცესი არაა, რომელსაც ჩვენ ახლაც გავდივართ დისტანციურად. სკოლა ხომ ყოველდღიური ურთიერთობები და შეხვედრებია ბავშვებთან, თანატოლებთან, მასწავლებელებთან, ჟრიამულია და გართობაა სწავლასთან ერთად. მე ჩემ საკლასო ოთახს მივამსგავსებდი ერთ-ერთი შესწავლილი მოთხრობის პერსონაჟს-მიტოვებულ სახლს, რომელიც სულ გზისკენ იცქირება და ელოდება როდის მოვლენ მასთან ბინადრები. ჩვენ ხომ ჩვენი საკლასო ოთახის ბინადრები ვართ. ფიქრებში წარმოვიდგენ ხოლმე  როგორ შევრბივართ და ვახალისებთ  მის კედლებს, ჩვენს მერხებს...იმედია ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ისევ განახლდება სასწავლო პროცესი.
                                                                                                                                             
                                                                                                                                                   ლიკა ტრაპაიძე


ცოტა უჩვეულოდ მეჩვენება  ყველაფერი, დაბნეული ვარ...ის რეჟიმი რაც ყოველ დილით ასე იწყებოდა - სკოლის ეზო, ზარის ხმა, ბავშვების ჟრიამული, მასწავლებლის ნათქვამი - ,,გთხოვთ  დასხედით და  დამოემზადეთ გაკვეთილისთვის’’-შეიცვალა  და  დღეს ონლაინ რეჟიმში ხდება ეს ყველაფერი. ვერ ვიტყვი რომ ეს ბევრად სჯობია ჩემს საკლასო ოთახში ჩატარებულ სხვადასხვა გაკვეთილს. მაგრამ  ამასაც აქვს დადებითი მხარე-ასე თუ ისე ვიღებ გარკვეულ ცოდნას, მცირედი დროით ვეკონტაქტები მასწავლებელს, თუ  ჩემს კლასელებს და ამით თითქოს ვაიგივებ და წარმოვიდგენ რომ ეს ყველაფერი საკლასო ოთახში ხდება. დიახ! მენატრება ჩემი საკლასო ოთახი, მენატრება ჩემი მერხი, ყველა ნივთი რასაც ვეხებოდი. მენატრება მასწავლებელი, მენატრება ჩემი მეგობრები, ზარის ხმაც კი, როცა დარეკვისთანავე  ეზოში ამოვყოფდი თავს. ჩემს მონატრებულ საკლასო ოთახში ისეთი გარემოა რაც მეხმარება სწავლისადმი ინტერესით მიდგომაში. საკლასო ოთახში არის სივრცე , სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ და ეს სივრცე ხშირად გასართობ თამაშებშიც გვიწყობს ხელს. მენატრება კომუნიკაცია კლასელებთან , ისევ მინდა აზრის გამოთქმის დროს ხელის აწევა. ჩემი კლასი მენატრება. მაინც სხვა  ხიბლი აქვს  კლასში ჩატარებულ აქტივობებს, ჯგუფის ჩართულობას..ეს ყველაფერი ხომ საკლასო ოთახში ხდება, ოთახში, სადაც დღის პირველ ნახევარს ვატარებდი.  ვითვლი დღეებს და მჯერა მალე შევაღებ ჩემი კლასის ოთახის კარებს და  მონატრებულ გარემოს სიხარულით შევხვდები. 
                                                                                                                                                      ნიკოლოზ კოსტავა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება