სიახლეები
სკოლები

„წელს ბუნებამ „ადმიანების გარეშე“ გამოიღვიძა... მჯერა გაზაფხულის, რომელიც ასე უცნაურად დაიწყო!“ - კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანაწერი
14-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწვალე ლიზა ხალვაში კორონავისურის გამო შექმნილ მდგომარეობაზე საკუთარ განცდებს ჩანახატით გადმოსცემს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:



                                             მონატრების 1თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ?

რა არის მონატრება თუ არა შეგრძნება, რომელიც გვკლავს მაგრამ გვაძლიერებს, გვტკენს გულს და ამავდროულად რაღცას გვასწავლის,  გვასწავლის ისეთ რამეს რასაც ვერასდროს აღიქვამდი და დააფასებდი.

მონატრებას თავისი გემო, ფერი, სუნიც კი ჰქონია, რასაც რომ არა ეს 1-თვიანი მოულოდნელი დაუგეგმავი არდადეგები ალბათ არასდროს დაუფიქრდებოდი.

1 თვის წინ ყველას სურდა დასვენება (სკოლისგან, უნივერსიტეტისგან, სამსახურისგან), ყველას სურდა გაზაფხულში როცა ბუნება იღვიძებს  ტკბილად ეძინა დილით და არავის დაერღვია მყუდროება, გამოღვიძებულს ჩიტების ჭიკჭიკი მოესმინა, საყვარელ ადამიანთან ერთდ ხელჩაკიდებულს ესეირნა მარტოს. მოკლედ, რომ ვთქვათ გაზაფხულის მშვენებით დამტკბარიყო.

ჰო მართალია ეს ოცნებაც აგვიხდა მაგრამ არა ისე როგორც გვინდოდა! გაზაფხული დადგა მაგრამ ბუნება გამოღვიძებას წელს სხვაგვარად ფიქრობდა „ადამიანების გარეშე. ცუდად ჟღერს და ცოტა აფსურდულადაც მაგრამ დიახ წელს ბუნებამ „ადმიანების გარეშე“ გამოიღვიძა... ეს კი იმიტომ, რომ ჩვენგან „ადამიანებისგან“ დაღლილს მასაც სჭირდებოდა დასვენება, მასაც უნდოდა ერთხელ მაინც გამოეღვიძა ისე რომ არ ჩავრეოდით ჩვენ!! 

სიჩუმე რომელსაც ადრე კომფორტად მივიჩნევდით ბოლო 1 თვეში ყველაზე მეტად ხმაურიანი გახდა, ყველაზე მარტივად გასაგები მდგომარეობა-დიდი გაუგებრობად აქცია და ეს იმ პანდემიის დამსახურებაა რომელსაც COVID19-ს ვუწოდებთ, რომელიც თვეების წინ იყო ვირუსი, დღეს კი ის მწარე რეალობაა, რომელიც იძულებულს გვხდის გამოვიკეტოთ სახლში არა იმიტომ რომ ეს კარგია  არამედ იმიტომ რომ ამით საკუთარი თავი და სხვები ოდნავ მაინც დავიცვათ ამ ვირუსისგან, ვიგრძნოთ მონატრება იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც ბევრჯერ გვითქვავს-„ვერ გნახავ არმცალია, ბევრი საქმე მაქ.......“- ხშირად ეს სიმართლეა, ხშირად კი თავის გასასამართლებელი ტყუილი!

ნუ რას ვიზამთ ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც... ეს ის რეალობაა ,რომელიც უნდა ავიტანოთ კიდევ იმდენ ხანს რამდენხანსაც გაგრძელდება...

მართალია, პანდემიამ მსოფლიო მოიცვა მის ყველა  კუთხეს, ნაწილს მისწვდა, ყველა ქვეყანას და მის მოსახლეობას აიძულა მისი ატანა! მაგრამ ეს მაინც ჩვენს ერს გაუჭირდება!... რატომ?  ამ კითხვას საკუთრ თვს თუ დაუსვავ  პასუხსაც მარტივად მიიღებთ თუ  გაიაზრებთ  რომელ ერზე ვსაუბრობთ ეს ხომ საქართველოა! ქართველი ერია! ერი რომელიც მტერსაც მეგობრად იღებს,  ყველა ცუდში სიკეთის მარცვალ ეძებს, ერი რომელიც აკრძალულს ელტვის, ერი რომელიც
ყველაფერს რთულადაღიქვამს, მკაცრად აფასებს თუმცა მარტივად უმკლავდება....

ქართველებს ამ სიჩუმემ მგონი გვასწავლა სიყვარული!!!

მჯერა იმ გაზაფხულის, რომელიც ასე უცნაურად დაიწყო!

მჯერა მალე ყველაფერი კარგად იქნება!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება