მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე რომან სურმანიძე „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან მომენატრა ჩემი სკოლა, მოსწავლეები მასწავლებლები. ბევრ თემაზე დავფიქრდი, ახლა მაქვს თავისუფალი დღეები და ბევრი რამ დავინახე სხვა თვალით როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობდა: "ადამიანი არ არის ფრესკა."
სხვა თვალით დავინახე სკოლის როლი, მასწავლებლების როლი.
ასევე მაქვს დრო რომ დავწერო თემები: ბათუმის შესახებ,ნოდარ დუმბაძის შესახებ,სკოლის შესახებ. ამიტომ ეს ერთი თვე ჩემთვის არ ყოფილა ტანჯვა და წამება. ვფიქრობ, ახლა ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ თავიანთი შესაძლებლობები, რომელიც დაფარული აქვთ და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ნაპერწკლის გააღვივება. პირადად მე ბევრი თვისება აღმოვაჩინე და ვფიქრობ, ეს ერთი თვე საკუთარი თავის შეცნობის დროა“.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება