სიახლეები
სკოლები

„თუ ვისწავლით სკოლაში, მომავალში ასეთ ვირუსებს მალე დავამარცხებთ“ - გაეცანით აფხაზეთის N22 სკოლის მოსწავლის ჩანახატს
15-04-2020
-
+


აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ დააფიქრა. ზოგიერთმა მათგანმა მიმდინარე მოვლენებს ჩანახატიც მიუძღვნა.

გთავაზობთ V კლასის მოსწავლის ანი ცინარიძის ნაშრომს.

მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ

მე უკვე ერთი თვეა, რაც სკოლაში არ დავდივარ. მომენატრა ჩემი კლასი და კლასელები. აღმოჩნდა, რომ სიჩუმე ცუდი ყოფილა. რაც სკოლიდან დამითხოვეს, ჩემს კლასელებსა და მეგობრებს ვეღარ ვხედავ ყოველდღე. მართალია, არცერთ ბავშვს არ გვიყვარს ძალიან სკოლა, მაგრამ მე დავასკვენი, რომ სკოლა ბევრი რამისთვის არის კარგი. მე და მსოფლიოს ყველა კუთხის ბავშვები თუ ვისწავლით სკოლაში, ჭკვიანები და განათლებულები გამოვალთ და მომავალში ასეთ ვირუსებს მალე დავამარცხებთ. როცა სკოლაში დავდიოდი იმ ყველაფერს, რომ მასწავლებლებს ჩვენთვის კარგის მეტი არაფერი უნდათ, ვერ ვხვდებოდი, მაგრამ უკვე ერთი თვეა რაც სკოლაში არ დავდივარ და ყველაფერი მომენატრა. ეს ყველაფერი მე სიჩუმემ და სიწყნარემ მასწავლა.

ძალიან დიდი იმედები მაქვს, რომ მალე ყველანაირი ვირუსი გაივლის და შევხვდები კლასელებს და ჩემს საყვარელ ხალხს.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება