სიახლეები
სკოლები

„არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა მარტოობა“ - გაჭედილის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის ჩანაწერი პანდემიით შეცვლილ ცხოვრებაზე
15-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის ლუკა პაპავა კორონავირუსის პანდემიისგან შეცვლილ ცხოვრების რიტმს ჩანახატით ეხმიანება: 

სულ რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა ასეთი მასშტაბურიპრობლემა თუ იჩენდა თავს ჩვენს ირგვლივ. არცერთ ადამიანს, აზრადაც კი არ მოსვლია, მოხდებოდა თუ არა სწრაფი და ამავდროულად ტრაგიკული ცვლილებები ცხოვრებაში, მაგრამ საუბედუროდ ეს დროც დადგა. უხილავმა მტერმა, რომელიც ასე მოულოდნელად დაატყდა თავს მთელს მსოფლიოს, ყველა ადამიანი სახლს მიაჯაჭვა და შიში, პანიკა დათესა საზოგადოებაში. დღეს ყველაზე დიდი, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს, სხვისი კეთილდღეობისთვის, სახლში დარჩენაა. მეც ასე ვზივარ მარტოობაში, ჩემთვის. დროის უმეტეს ნაწილს ფიქრში ვატარებ. რას წარმოვიდგენდი, ასეთი სევდ თუ დაისადგურებდა ჩემს ირგვლივ. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, დღეები გაერთფეროვანდა. ყოველ წამს მახსენდებაის ტკბილი, ლამაზი დრო და წუთები, რომელსაც მეგობრებისა თუ საყვარელი ადამიანების გვერდით ვატარებდი, ამ ყველაფრის გახსენებაზე კი სულ უფრო და უფრო მიმძაფრდება მათი ნახვის სურვილი. ძალიან მენატრება სკოლა, მეგობრები და ეს მონატრება ყოველდღე მტანჯავს.არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა მარტოობა, მაგრამ რას ვიზამ, არავინ იცის რას გვიმზადებს ცხოვრება. სამყაროს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მრავალფეროვანი, ლამაზი იყო, უღიმღამო, შავი ფერი დასდებია. ძალიან მიჭირს ამ ყველაფერს რომ ვხედავ. ტკივილს ვგრძნობ, სულიერ ტკივილს, რომელიც დღითიდღე ფართოვდება ჩემში და რომლის წამალი მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან ყოფნაა. თუმცა, ყოველივე ამასთან ერთად, მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ თითოეულმა ადამიანმა გაიგო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენი სიცოცხლე. თითოეულმა ადამიანმა ისწავლა სხვის გვერდში დგომა, სიკეთის კეთება, გაფრთხილება... სწორედ ეს არის ის დადებითი მხარე, რომელიც ზურგს უმაგრებს და აძლიერებს თითოეულ ადამიანს, რთული პერიოდის დასაძლევად. და ბოლოს, მე მინდა, თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ ადამიანს ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ფსიქოლოგიურად მძიმე ვითარება და ვუთხრა, რომ თუ ჩვენ, ადამიანები, ერთად, მყარად ვიდგებით, ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ დაგვხევს უკან და ვერ გაგვტეხს. ჩვენი როლი ვირუსის დამარცხებაში, ძალიან დიდია და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს როლი პირნათლად შეასრულონ. დავეხმაროთ ერთმანეთს სტრესის გადატანაში.. ყველაფერი კარგად იქნება...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება