სიახლეები
სკოლები

„ეს განსაცდელი მალე ჩაივლის და ისევ ისე ახმაურდება სკოლის დერეფნები“ - უშგულის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
15-04-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით უკავშირდებიან და საჭირო ცოდნას აწვდიან.                                        

„კორონავირუსის პანდემიამ ძირფესვიანად შეცვალა  ჩვეულებრივი ცხოვრების წესი და დაგვაყენა რთული გამოწვევების წინაშე.

ერთ-ერთი გამოწვევა, როგორც რესპუბლიკის სხვა სკოლებისთვის, ისე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლისთვის, იყო სწავლის პროცესის დისტანციურად წარმართვა.

დავიწყეთ ზრუნვა დისტანციური სწავლებისთვის. წინ იყო  რთული სინამდვილე: ყველა მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, საერთოდ არ არის კაბელით ანუ ოპტიკური ინტერნეტკავშირი, მათ უმეტეს ნაწილს და ზოგ მასწავლებელსაც კი, არ აქვს მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, მაგრამ აუცილებლად რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, რომ ამ რთულ პერიოდში გვეზრუნა ჩვენი მოსწავლეების სწავლა-განათლებაზე.

მოსწავლეები არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ ჩაგვეყენებინა, შევისწავლეთ და გავითვალისწინეთ მათი შესაძლებლობები კომპიუტერული ტექნიკის მხრივ და სხვა სკოლების მსგავსად, ჩვენც დავიწყეთ გაკვეთილების ჩატარება დისტანციურად სხვადასხვა ფორმით.

კერძოდ, მოსწავლეებთან სწავლის პროცესი მიმდინარეობს  სატელეფონო ზარებით-საუბრებით, ელექტრონული ფოსტითა და მესენჯერით.

დისტანციურ სწავლებას, რითიც შეგვიძლია და რა საშუალებებითაც, მანამდე  გავაგრძელებთ, სანამ მისი აუცილებლობა იქნება.

ეს განსაცდელი მალე ჩაივლის და ისევ ისე ახმაურდება სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები.

მალე ყველაფერი კარგად იქნება!“- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნონა რატიანი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება