მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„გათენდა...“ - ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ჟენია მოსიძე მიმდინარე მოვლენებს დამაფიქრებელი ნოველით გამოეხმაურა.
მოსწავლის ნაშრომში აღწერილი მოვლენები, ალბათ, ბევრისთვის ნაცნობი იქნება.
„სუპერმარკეტში შევედი, თუმცა ეს რბილად ნათქვამია. შევედი კი არა შევაღწიე. კარანტინის გამო სუპერმარკეტებთან უზარმაზარი რიგი დგას, თუმცა, ყველა წესების დაცვით. ჩემ წინ რამდენიმე ახალგაზრდა იყო და ვთხოვე ადგილი დაეთმოთ, რადგან სახლში მშიერი ოჯახი მელოდებოდა. მათაც ზრდილობის გამო, როგორც შუახნის მამაკაცს ადგილი დამითმეს. სუპერმარკეტში ორნი შევედით. პირბადეში სუნთქვა საოცრად მიჭირდა. პროდუქტს საგანგებოდ ვარჩევდი და ყველას ფასს სათითაოდ ვაკვირდებოდი. ჯიბეში ბოლო ხელფასის კუპიურები მიწყვია, დაახლოებით ორას ლარამდე. ვინ იცის კარანტინი სადამდე გასტანს, არც კი ვიცი ეს ფული მეყოფა თუ არა მანამ, სანამ სამსახური აღდგება. ჩემი გათვლებით, ყოველდღე არაუმეტეს ოც ლარს თუ მაინც დავხარჯავ პროდუქტებისათვის, თავს კვირაზე მეტს გავატანთ მე და ჩემი ოჯახი, შემდეგ რამეს მოვიფიქრებ“,- წერს მოსწავლე.
იხილეთ ნოველა
ნოველა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“