მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯაროს სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში. მასწავლებლები და მოსწავლეები მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ სახლში, მაგრამ არ ჩამოვრჩეთ და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს.
„ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება, მასწავლებელმა ხათუნა ანთაძემ და მისმა ძალიან ყოჩაღმა მესამე კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს ონლაინ გამოფენა „საუკეთესო კალიგრაფი“.
ბავშვებმა ულამაზესი ნაშრომები შექმნეს, სადაც გამოიყენეს საზედაო ასოები, დაძველების ეფექტი და ქართული ორნამენტები...
მადლობას ვუხდი მოსწავლეებს ასეთი ლამაზი ნამუშევრებისათვის და ხათუნა მასწავლებელს ამ გამოფენის მოწყობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“