მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ვისწავლოთ ქვეყნის ენა“ - თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა საზოგადოებას ქართული ენის დღეს ულოცავს და ყველას მოგვიწოდებს, ვისაუბროთ სწორი და გამართული ქართულით.
სკოლის დირექტორი იმედოვნებს, რომ მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, გაუმკლავდება უხილავ მტერს - კორონავირუსს და კვლავ შევძლებთ 14 აპრილის არადისტანციურად, ტრადიციულად აღნიშვნას.
ვისწავლოთ ქვეყნის ენა
იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ქართულ ენას განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი მაღლა დგას თავისი განვითარებითა თუ დამწერლობის ისტორიით. ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, ცოდნისადმი დამოკიდებულება პრინციპულად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ამ ძნელბედობის ჟამს კვლავ გაისმა სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი ეროვნულ უმცირესობებში და მშობლიურ ენაზე ინფორმირების აუცილებლობა დადგა.
ცნობილია, რომ მეტყველების ძირითადი საფუძველი არის ენა.
„ენა თავის შესაძლებლობების რეალიზაციას ახდენს ზეპირსა და წერით მეტყველებაში“- აღნიშნავს არნ. ჩიქობავა. ცალკეული ადამიანის მეტყველება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მისი საერთო კულტურის დონისა და წიგნიერებისა.
ქართული მეტყველების განვითარებას მყარ საფუძველს უქმნის ფონეტიკის საკითხთა სწავლება. მშობლიურ ენაში (აზერბაიჯანულ) იდენტური ბგერების არ არსებობის გამო, პრობლემა აღინიშნება ქართული სპეციფიკური ბგერების წერისა და წარმოთქმის დროს. ამიტომ ფონეტიკის სწავლებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ სპეციფიკური ბგერების სწავლების საკითხს, რაზედაც უშუალოდ არის დამოკიდებული როგორც სიტყვათა სწორად გაგება, ისე მათი პრაქტიკულად გამოყენება მეტყველებაში. სასკოლო პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მოსწავლეთა მიერ არასწორად შეთვისებულის გამოსწორება უფრო რთულია და ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მასალის თავიდან სწორად შესწავლა. აღნიშნული პრობლემა შეინიშნება მაღალი საფეხურის ზოგიერთ მოსწავლეთა, ასევე თემის წარმომადგენელთა მეტყველებაშიც (იგულისხმება არაქართველი ამ შემთხვევაში აზერბაიჯანელი), ამიტომ სასურველია, სპეციფიკური ბგერების სწავლების გამეორება-განმტკიცება მოვახდინოთ მომდევნო კლასებშიც. დღევანდელი ეროვნული სასწავლო გეგმა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გრამატიკული მასალა ცალკე გაკვეთილზე ისწავლებოდეს, რაც ვფიქრობ, უფრო ეფექტურია, ვიდრე ლიტერატურულ მასალასთან ერთად სწავლება. საკითხავი ტექსტი სხვა დანიშნულებასთან ერთად ენის ლექსიკურ ბაზას წარმოადგენს, ხოლო გრამატიკული საკითხი აზრის ნათლად გამოხატვას უწყობს ხელს. ორივე ერთად საკომუნიკაციო ფუნქციის საფუძველია. ლიტერატურული და გრამატიკული მასალის ერთ გაკვეთილზე ახსნა, თუნდაც მცირე მოცულობისა იყოს, მოსწავლეს ორი სიძნელის წინაშე აყენებს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანის ახსნა ზიანდება, ყურადღება იფანტება და მუშაობა რთულდება. მაგრამ ეს არ ზღუდავს ლიტერატურული და გრამატიკული საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებით სწავლებას. ლიტერატურული მასალის ახსნისას შესაძლებელია მოხდეს გრამატიკული საკითხის განმტკიცება. დაკვირვებამ ცხადყო, რომ მოსწავლეთა ნაწილს უჭირს დამახსოვრება, ერიდება სპეციფიკური ბგერების შემცველი სიტყვების წარმოთქმას და ცდილობს, არ მიიღოს მონაწილეობა საუბარში. ასეთ მოსწავლეებთან სასურველია, დამატებითი აქტივობების ჩატარება, რომ აქტიურად ჩაერთოს იგი გაკვეთილზე განხორციელებულ მიზნობრივ აქტივობებში. მასწავლებელმა რეგულარულად გაიგოს მოსწავლეთა მიერ მათი სამეტყველო პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
ვისწავლოთ ქვეყნის ენა. ვისაუბროთ სწორი და გამართული ქართულით. ვიმედოვნებ, მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, გაუმკლავდება მართლაც უხილავ მტერს - კორონავირუსს და ჩვენ კვლავ შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი დღის 14 აპრილის არადისტანციურად, ტრადიციულად აღნიშვნას.
გილოცავთ ქართული ენის დღეს.
ელზა აშიროვა
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც