სიახლეები
სკოლები

ქვემო აკეთის საუკუნოვანი სკოლა მოსწავლეთა სიმცირეს უჩივის - ინტერვიუ სკოლის დირექტორ ქეთევან პატარაიასთან
08-08-2017
-
+


ქვემო აკეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომლის მოსახლეობაც, 2014 წლის მონაცემებით, 587 ადამიანს ითვლის.

''ჩი­ტის ბუ­დე­სა­ვით მა­ღალ მთა­ზეა შე­ფე­ნი­ლი ჩვე­ნი სო­ფე­ლი. აკეთს უფ­რო მომ­ხიბ­ვ­ლელს ხდის მი­სი წიგ­ნი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და ღვთის­მო­სა­ვი ხალ­ხი. სოფ­ლის მცხოვ­რებ­ნი ოდით­გან­ვე უდი­დეს პა­ტივს სცემ­დ­ნენ წიგ­ნი­ე­რე­ბას. აკე­თე­ლე­ბი თავს ვი­წო­ნებთ იმით, რომ პირ­ვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწო­რედ აკეთ­ში გა­იხ­ს­ნა'', - ვკითხულობთ  ქართველი მწერალის, მთარგმნელის, ეთნოგრაფის, ლექსიკოგრაფის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას ჩანაწერებში.

სოფელში ერთი სკოლაა, რომელიც 1900 წელს მღვდელ დი­ო­მი­დე ჩხა­ი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით დაარსდა. მას თა­ვი­სი სახ­ს­რე­ბით შე­უ­ძე­ნია სკო­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი. იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის ოთხი კლა­სი არ­სე­ბობ­და. ის­ტო­რი­ამ შე­მოგ­ვი­ნა­ხა პირ­ვე­ლი შვიდ­წ­ლე­დის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ფო­ტო.  


მოს­წავ­ლე­თა და პე­და­გოგ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით, სოფ­ლის უხუ­ცეს­თა გად­მო­ცე­მით, შე­იქ­მ­ნა ალ­ბო­მი, რო­მე­ლიც მოგ­ვითხ­რობს სკო­ლის სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას. 

ასევე  შე­იქ­მ­ნა სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა გე­ნე­ო­ლო­გი­უ­რი ხე. თი­თო­ე­ულ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სკო­ლის წინ­ს­ვ­ლა­სა და შე­ნე­ბა­ში. სკო­ლამ გან­სა­კუთ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას დი­რექ­ტორ ეთერ ბა­ზი­ა­რის დროს მი­აღ­წია. მაშინ სკოლას ბაზიარის სკოლასაც ეძახდნენ.


2014 წლიდან ქვემო აკეთის მცირეკონტინგენტიან სკოლას ქეთევან პატარაია ხელმძღვანელობს. ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და სატკივარი, მოსწავლეთა სიმცირეა. 

''ყველა პირობა მაქვს შექმნილი რომ 100 მოსწავლე მაინც სწავლობდეს სკოლაში, მაგრამ   სოფლის მოსახლეობისთვის არანაირი პირობა არ იყო შექმნილი და წლების წინ ბევრი ოჯახი დაიკეტა. არც ეხლაა ისე საქმე  რომ ვინმემ მოიფიქროს სოფელში დაბრუნება.''

 - ქალბატონო ქეთევან, მესამე წელია, რაც ქვემო აკეთის სკოლის დირექტორი ბრძანდებით. მოგვიყევით თქვენ შესახებ. როდიდან ასწავლით სკოლაში?

- 1990 წელს დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახემწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. 1990 წელს დავიწყე მუშაობა ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში, სადაც შესანიშნავი კოლექტივი დამხვდა, სოფელიც დიდი ტრადიციების მქონე, ძალიან განათლებული საზოგადოება და მეც არ გამჭირვებია ურთიერთობა. 2014 წელს დავინიშნე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ქალბატონი ნანული შაინიძის სხვა სკოლაში გადასვლის გამო და დღემდე ვმუშაობ. 


- აკეთის სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლაა... ამჟამად რამდენი მოსწავლე სწავლობს?

- სკოლაში მუშაობის დაწყების დროს 150 მოსწავლე გვყავდა, ახლა კი - 38. ჩემი დიდი ტკივილი ესაა, რადგან სკოლის ინფრასტრუქტურა ისე კარგად მაქვს გამართული, შარშან ბიბლიოთეკა გავარემონტე და ახალი ავეჯით მოვაწყვე, წელს სპორტისა და რესურსოთახის რემონტი უკვე დაწყებული მაქვს, მოკლედ, ყველა პირობა მაქვს შექმნილი, რომ 100 მოსწავლე მაინც სწავლობდეს სკოლაში, მაგრამ სოფლის მოსახლეობისთვის არანაირი პირობა არ იყო შექმნილი და წლების წინ ბევრი ოჯახი დაიკეტა. არც ახლაა ისე საქმე, რომ ვინმემ მოიფიქროს სოფელში დაბრუნება.

- რა ღონისძიებები ტარდება სკოლაში და არიან თუ არა, მოსწავლეები აქტიურად ჩართულები? სპორტული აქტივობების შესახებაც რომ გვესაუბროთ...  

- სკოლაში ძალიან ხშირად იმართება ღონისძიებები. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ვატარებთ ''ცოდნის ზეიმს''. ''შემოდგომის ზეიმი'' - ვაწყობთ ხილის გამოფენას, ვადუღებთ ფელამუშს (გურულები თათარას ვეძახით), ვავლებთ ჩურჩხელებს (ჯანჯუხებს). საახალწლო კარნავალს ვაწყობთ ფართო მასშტაბით. მასწავლებლები ''სეკრეტ სანტას'' უკვე რამდენიმე წელია, ვთამაშობთ და ვიხალისებთ დღესასწაულს. გვქონდა გოგებაშვილის კვირეული, ვეფხისტყაოსნის ხმამაღალი კითხვა და ასე შემდეგ.

 

- სასკოლო ცხოვრებაში მშობლები თუ არიან აქტიურად ჩართულები?

- ყოველთვის ვგრძნობ მშობლების გვერდში დგომას, ყველა ღონისძიებაზე. რამდენჯერმე მოსწავლეთა სიმცირის გამო დაგვჭირდა მშობლეის ჩართვა ღონისძიებაში. დიდთოვლობის გამო დეკემბერში გამეთიშა შუქი, მაშინ ყველაზე მეტად ვიგრძენი მშობლების გვერდში დგომა; ზოგს აგრეგატი მოჰქონდა და შუქის პრობლემაზე მუშაობდა, ზოგს ავტომანქანით სტუმრების მოჰყავდა. ამ თანადგომით შესანიშნავი ღონისძიება გამოგვივიდა.

- არსებობს თუ არა პრობლემა, რომლის მოგვარებას საკუთარი ძალებით სკოლა ვერ ახერხებს?

- სკოლაში მოსასვლელი გზები. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება, სოფლის შიდა გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და პრობლემებს გვიქმნის. ტრანსპორტიც ზიანდება.

- რა შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა გამოსაშვებ გამოცდაზე და გყავთ თუ არა, აბიტურიენტები?

- ჩვენს სკოლაში საბაზო საფეხურია და რაც შეეხება გამოცდებს, ჩემი სურვილით და პედაგოგებთან შეთანხმებით, სასკოლო გეგმაში შევიტანეთ, რომ ჩაგვეტარებინა გამოცდები. გამოცდების ეროვნულ ცენტრთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და მე-5- მე-9 კლასებშიც ტარდება გამოცდები.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება