თუ აბიტურიენტმა მაქსიმალური ქულა მიიღო, ქულების გათანაბრების შემდეგ შეიძლება თუ არა, მისი ქულა ამ მაქსიმალურ ქულაზე ნაკლები აღმოჩნდეს?
07-08-2017
დაკოპირებულია
-
+
თუ აბიტურიენტმა რომელიმე ვარიანტში მაქსიმალური ქულა მიიღო, ქულების გათანაბრების შემდეგ შეიძლება თუ არა, მისი ქულა ამ მაქსიმალურ ქულაზე ნაკლები აღმოჩნდეს?
''მაქსიმალური ქულა გათანაბრების შემდეგ არ იცვლება, რომელ ვარიანტშიც არ
უნდა იყოს ეს ქულა მიღებული. ყოველი გათანაბრებული ქულა ყოველთვის
აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულაზე მეტია ან მისი ტოლია (რადგან
ქულების გათანაბრების დროს ვიღებთ მიღებულ და გაიგივებულ ქულებს
შორის უდიდესს), მაგრამ მაქსიმალური ქულის შესაბამისი გათანაბრებული
ქულა ისევ მაქსიმალური ქულის ტოლი იქნება.'' - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.