სიახლეები
სკოლები

სალხინოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ლორთქიფანიძე ეპიდემიის გამო ჩაშლილ გეგმებს გვიმხელს და მოსწავლეებს მიმართავს
15-04-2020
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ლორთქიფანიძე, კორონავისურის გამო შექმნილ რთულ ვითარებას ჩანახატით ეხმიანება და ეპიდემიის გამო ჩაშლილ გეგმებს გვიმხელს. მასწავლებლის საინტერესო ჩანაწერს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:


                                                              მონატრების ერთი  თვე

ჯერ კიდევ თოვლი იდო ირგავლივ,  „მთათა ზედა“. ზამთრის სიჩუმე ისევ მკვიდრობდა. ყინვა მედიდურად მიმოდიოდა. მაგრამ იყო განწყობა მხიარული და იმედიანი. ხვალის მომავლით ვხარობდით, ლაშქრობის გეგმას ვადგენდით. კონცეფციაც შევიმუშავეთ,   ცოტა   საინტრიგო, მაგრამ საინტერესო. რა გვაინტერესებდა? რა უნდა გაგვეგო? რა უნდა მოგვესმინა?  გაგიმხელთ: მართლა ისმის თუ არა თოვლქვეშ გაზაფხულის სუნთქვა, ყვავილები სიცილით იხოცებიან? , წყარო მღერის?,   ნაკადული რაკრაკებს, ჩურჩულებს თუ ქოთქოთებს?

ჩვენი ლაშქრობაც დაიგეგმა: დავლაშქრავთ მდინარე სულორის ხეობას, გავარკვევთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებს,  მივუალერსებთ იებს, ენძელებს, ყოჩივერდებს, ფურისულებს. გადავიღებთ ფოტოებს, ჩავიწერთ მგალობელთა სიმფონიას, ყურს მივუგდებთ ყვავილთა ფშვინვას, მიწის სუნთქვას და შემდგომ დავიწყებთ მუშაობას თემაზე:  „თოვლქვეშ ყოველთვის სუნთქვა ისმის გაზაფხულისა!“

სიურპრიზიც გვქონდა: წასვლის წინ ვურეკავდით დირექტორს, ქალბატონ რიმას  და ლელა მასწავლებელს... დიდი სიყვარულის და პატივისცემის დასტურად და ყველა ერთად მივდიოდით. მოლოდინით შევყურებდით ყოველ დღეს, ვემზადებოდით დღესასწაულების: დედის დღისა და ქალთა დღის აღსანიშნავად.
 
დარწმუნებული ვარ, რამდენი მასწავლებელი და მოსწავლე დაგეგმავდა,  ჩვენსავით, არდადეგებზე სხვადასხვა ღონისძიებებს... მაგრამ...

ახლა ჩვენ და  მსოფლიოც უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ქვეყანა კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს, გამოცხადებულია  კომენდანტის საათი. ცხრა საათიდან, ფაქტიურად, ცხოვრება ჩერდება. ძაღლებიც კი აღარ ყეფენ.  ვდგავარ, ვფიქრობ და მესმის  დიდი ილიას გოდება: „ვაი, რა ცარიელია ეს ქვეყანა უადამიანოდ.“

ჩვენი სკოლის ეზოს ზურმუხტის ფერი მოძალებია, ხასხასებს მწვანე მოლი, უმანკო, უბიწო, ფეხმიუკარებელი,  ჩვეული სილამაზით ყვავის ნაძვზე გასული ხვიარა იასამანი, მაგრამ უხალისოდ, მოწყენით სევდით დამძიმებული გამოიყურება.

მშვენიერებას ჩვენი პატარების ჟრიამული ავსებდა, მათი კისკისი სირბილი ანცობა და მხიარულება, ჩვენი პედაგოგების  საქმიანი ფუსფუსი, ხმაური, საუბარი, კამათი და მსჯელობა, ასე ყველანი ერთად და თითოეული ცალკ-ცალკე საინტერესო სინქრონს ვქმნიდით და საქმე კეთდებოდა,  ქვეყანა წინ მიდიოდა..

ახლა რა... ? !  ? ! ? ! - ცუდის მოლოდინი?   უინტერესო დღეები?   არა, არა და არა!

ჩვენ, მთელი ქვეყნის მასწავლებლობამ, უნდა გადავარჩინოთ წლევანდელი სასწავლო წელი, მონდომებით უნდა ვიმუშაოთ დისტანციური სწავლების მეთოდით და თუ ღმრთის  ნებით  სკოლის კარი ისევ გაგვეღო, ვიმუშავებთ დროის დაუზოგავად, მთელი ენერგიით, ვერ შეგვაშინებს ზაფხულის სიცხე და ის, რაც ჩვენს მოსწავლეებს დააკლდა ჩვენი თავდადებული შრომით, შევუვსოთ.

ჩვენო  ბავშვებო , ჩვენო საფიქრალნო და საზრუნავნო,  არ შეშინდეთ! დავძლიოთ ეს მონატრება, ეს გულგატეხილობა, ჩვენ ერთად ძალიან ბევრი საქმის გაკეთებას შევძლებთ. 

მე მჯერა თქვენი!

მჯერა, რომ დედა ღვრთისმშობელი თავის სულის ნაწილს, თავის წილხვედრ ქვეყანას არ გაიმეტებს,  წმინდა ამაფორის ქვეშ შეგვიფარებს და გადაგვარჩენს.

ეს  მონატრებაც  გაქრება, ჩაივლის, ისევ ახმაიანდება მსოფლიო, ისევ  აწკრიალდება სკოლის ზარი, ამ იმედით  გამხნევებული,   ხატის წინ დაჩოქილი უფალს შევავედრებ ჩემს სამშობლოს და ერთხელ კიდევ გავიმეორებ ბრძენი ილიას სავედრებელს:

„დედაო ღვთისავ! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა.“

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება