სიახლეები
სკოლები

„მე შევძელი საკუთარი თავის რეალიზება, ვიცი, რა მინდა და რა უნდა ვაკეთო“ - შპს „ფარნავაზის“ ქობულეთის საერო სკოლის მეთორმეტე კლასელის ჩანახატი
15-04-2020
-
+




შპს „ფარნავაზი“ ქობულეთის საერო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ქეთა ხინიკაძე კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატსი აღერს და საკუთარ განცდებს გადმოგცემს. როგორც მოსწვლე ამბობს, ამ რთულმა პერიოდმა მას დაანახა, რა სურს და რა უნდა გააკეთოს მიზის მისაღწევად. მის ნაშრომს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 


ასეთი ჩუმი და უსიცოცხლო გაზაფხული არასოდეს მინახავს. გაზაფხულისთვის უჩვეულო გარემოა, არა? ირგვლივ სიჩუმეა... რეალურად,გაზაფხული ყველასთვის ასოცირდება გამოღვიძებასთან და სიცოცხლით სავსე დღეებთან, თუმცა დღევანდელი რეალობის საფუძველზე,გვიწევს ვეძებოთ გამოსავალი, რომელიც თავს დაგვაღწევინებს მონოტონური ყოველდღიურობისაგან.ჩანახატი ეხება,იმ მძიმე მდგომარეობას ,რომელშიც დღეს ვიმყოფებით.

არა მხოლოდ ჩემ ირგვლივ არსებული გარემო, არამედ არასტაბილურობამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ყველამ ვიცით, რა განსაცდელის წინაშეც ვდაგავართ. ვირუსით (COVID 19)  გამოწვეული შედეგები ძალზედ მძიმე აღმოჩნდა. საზოგადოება ნეგატიურად განეწყო ყოველივეს მიმართ, ადამიანებს უჭირთ იმ რეალობასთან შეგუება, რომელსაც დღეს ვხედავთ. თუმცა, ზოგი ჭირი მართლაც, რომ მარგებელია. განსაცდელი ადამიანს ყოველთვის აიძულებს იფიქროს იმაზე, რაზეც აქამდე არასდროს უფიქრია და დააფასოს ის, რასაც აქამდე არაფრად აგდებდა. მე არ ვისაუბრებ, იმაზე თუ რამ გამოიწვია ეს ყოველივე, თითოეულ ადამიანს შეუძლია იპოვოს ამაზე პასუხი საკუთარ თავში.
   
რაც შეეხება საკითხს,თუ რა მასწავლა არსებულმა სიჩუმემ, მე შევძელი საკუთარი თავის რეალიზება, ვიცი რა მინდა და რა უნდა ვაკეთო,იმისათვის,რომ სასურველს მივაღწიო. "თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა".  ადამიანებს მეტი დაფიქრება, სიტუაციის გააანალიზება და ობიექტურად შეფასება გვმართებს. ვხვდები,რომ ყოველი წუთი და წამი ძვირფასია ამ ცხოვრებაში. ფაქტობრივად, იზოლირებულები ვართ გარე სამყაროსგან, ეს არ ეხება იმ ადამიანებს,რომლებიც არ ითვალისწინებენ არსებულ რეგულაციებს, ადმიანის თვითშეგნებამდე უნდა დავიდეს ,რომ ჩვენივე კეთლდღეობისთვის აჯობებს თუ მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენთ. ეს სიჩუმე საჭიროა, რათა თითოეული ჩვენგანი გაერკვეს საკუთარ თავში. ადამიაინები ერთმანეთს გაურბიან, სიახლოვე უკვე რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.სიჩუმემ მასწავლა მონატრება,სიყვარული და დაფასება.
 
 ყველაფერს აქვს ამ ცხოვრებაში დატვირთვა, ისევე როგორც ამ ვირუსის უეცარ გამოჩენას. ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს თუ რატომ, ეცადეთ თქვენი ცხოვრება პროგრესულად წარმართოთ იზოლაციის პირბობშიც.ყველაზე მნიშვნელოვანია იმედი და რწმენა,იმისა რომ ესეც გაივლის და ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.იქნებ, ეს ერთგვარი გაკვეთილია ჩვენთვის. მეტი ჰუმანრუობა და ურთიერთგაგება გვართებს ერთმანეთის მიმართ,წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდამ იმაზე ფიქრი მოგვიწევს ,თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს განსაცდელი ან არსებობს კი საერთოდ გამოსავალი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება