სიახლეები
სკოლები

„წყვდიადში მოქცეული სამყარო, ფეხაკრეფით დადის“ - კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლის „მონატრების ერთ თვე“
16-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე მახარაძე პანდემიით შექმნილ რთულ რეალობას ჩანახატით ეხმიანება და აღწერს, როგორია ახლა გაზაფხული. მოსწავლე ნაშრომში გვიზიარებს, რა ასწავლა სიჩუმის ერთმა თვემ. 
                     

                                             მონატრების ერთ თვე-რა მასწავლა სიჩუმემ?

გათენდა... ერთი თვის რომელიღაცა უშინაარსო დღე. ისევ სიჩუმე,ისევ სიმშვიდე, თითქოს წყვდიადში მოქცეული სამყარო, ფეხაკრეფით დადის, ისე რომ მდუმარება არ დაარღვიოს. ოქროს გალიაში გამომწყვდეულ საქართველოს წელს გაზაფხულის დრო ამოკვეთეს, გაზაფხულის ორი თვე მოპარეს.სადღაა ზურმუხტისფერი გაზაფხული?მარგალიტის და ლალის თვლების ფერებით აყვავებული ხეები,ამეთვისტოსფერი იები და საფიროს ფერი ცა?აპრილმა დაკარგა სითბო,თითქოს მზის სხივები ადამიანის მონატრებამ დააავადა და ისიც დაუძლურებული ვეღარ ანათებს.სუთქვაშეკრული გარემო,გაჭირვებით ამოსული მეწამულისფერი იები,ჯერ კიდევ უფოთლო,უკვირტო,ხეები,გიშრისფერი,უბალახო მინდორი...ეს ვითომ გაზაფხულია?წელს გაზაფხული მხოლოდ ცხოველებმა და ფრინველებმა მოიყვანეს,მხოლოდ ისინი დახვდნენ ჩვეული წესით,ჩვეულ ამპლუაში. მათი დახმარებით გვესახება მომავლის რწმენა,მომავლის იმედი.ადამიანებმა გაზაფხული ვერ ვიგრძენით,ვერ დავინახეთ.ვერ ვიგრძენით მონატრებული სტუმრის მოსვლა,უმასპინძლოდ დავტოვეთ და თითქოს ამაზე გულმოსულმა გაზაფხულმა გვიწყინა,ან იქნებ ჩვენს მწუხარებას თვითონაც იზიარებს და ასე გამოხატავს თანაგრძნობას ჩვენს მიმართ.ირგვლივ მონატრება სუფევს,სიჩუმეს მონატრება დასდევს.ეზოს - ბავშვები,ქუჩებს - მანქანები,სკოლებს-მოსწავლეები,მასწავლებლები,ადამიანებს ერთმანეთი ენატრებათ. ...თუმცა ყველაფერს აქვს რაღაც დადებითი.(ადამიანი ხომ ზოგადად ყველაფრისგან სარგებელს ღებულობს,მისთვის არ არსებობს შეუჩვეველი გარემო).სიჩუმემ ჩვენ დრო მოგვცა,რომ ვიფიქროთ,გავიაზროთ და გადავწყვიტოთ.დრო, რომელსაც ვერასდროს გამოვნახავდით...
დღეს ვიცი,როგორი ყოფილა ზოოპარკში გამომწყვდეული ცხოველების ცხოვრება.მათ ხომ საუკეთესო პირობები აქვთ,უვლიან,აჭმევენ და ყველანაირად ცდილობენ თავი ისე აგრძნობინონ როგორც საკუთარ სახლში,მაგრამ მათთვის ეს ყველაფერი მაინც ტყვეობას ნიშნავს.მათ ენატრებათ ძველი ყოფა,ძველი მეგობრები,ჩვეული ადგილი.მაგრამ ჩვენ ეს წავართვით,რისთვის?-მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი სურვილები დავიკმაყოფილოთ..დღეს სწორედ მათ მდგომარეობაში ვართ ჩვენ,გამოკეტილი საკუთარ სახლში,გვაქვს ყველანაირი პირობა რომ თავი კარგად ვიგრძნოთ,მაგრამ ჩვენთვისაც ეს ყველაფერი დამთრგუნველია,იძულებითი და არამორმალურად მოსაბეზრებელი.იქნებ ამის გასააზრებლად მოგვცა დრო სიჩუმემ?

ერთი თვე -ეს ის დროა როცა შეგვიძლია წარმოვაჩინოთ,აღმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები,დავინახოთ ჩვენი თავი სხვა კუთხით:ზოგს ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა, სიმღერის,ცეკვის,ზოგმა კერძების მომზადება ისწავლა,ზოგი წიგნებს დაუახლოვდა და მათი სახით ახალი მეგობარი შეიძინა...-იქნებ საკუთარი თავის უკეთ შეცნობისთვის მოგვცა დრო სიჩუმემ?

ბევრი ვკამათობთ მეგობრებთან,ოჯახის წევრებთან,ნათესავებთან,ბევრს გვიწყენია ერთმანეთისთვის,გვითქვამს დაუფიქრებელი სიტყვები რასაც ხშირად დაძაბულობა მოჰყოლია,ურთიერთობის გაფუჭება...-იქნებ საყვარელი ადამიანების დაფასებისთვის მოგვცა დრო სიჩუმემ?

და საბოლოოდ რა მასწავლა სიჩუმემ?-სიჩუმემ ,,ხმაური''მასწავლა,სიჩუმემ მონატრების ფასი მასწავლა,სიჩუმემ ერთი დღის დაფასება მასწავლა და ბოლოს იმედი მომცა,იმედი რომ მომავალი რწმენით და სიყვარულით შედგება,დედამიწა ისევ ახმაურდება,ისევ ამოძრავდება და ჩვენი უძილო ღამეები ისევე გაქრება როგორც წარსული და მხოლოდ მოგონებები დაგვრჩება მონატრების ერთ თვეზე.

ნოველა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება