მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020-2021 აკადემიური წლისთვის სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. უნივერსიტეტი პირველ ეტაპზე ბაკალავრიატის სამ აკადემიურ პროგრამაზე იქნება სწავლა შესაძლებელი: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ინდივიდუალურ, სტუდენტზე ფოკუსირებული სწავლების მიდგომებს, და სწავლების პროცესში ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში სტაჟირებას სთავაზობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდენტებს წვდომა ექნებათ საერთაშორისო საბიბლიოთეკო სისტემაზე, მათთვის საჭირო ნებისმიერ ლიტერატურაზე და დისტანციური სწავლების პლატფორმებზე
იმისთვის რომ აბიტურიენტებისთვის უფრო გასაგები და თვალსაჩინო იყოს უნივერსიტეტის უპირატესობა გთავაზობთ, ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას მოიცავს თითოეული პროგრამა, რა მიზნები და უპირატესობები აქვს და როგორია დასაქმების პერსპექტივა.
მენეჯმენტის პროგრამა
მენეჯმენტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ კონცენტრაციებს: ინოვაციები და მეწარმეობა, მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა, ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის მართვა, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა, ეკონომიკა და პოლიტიკა.
სწავლების ენა ინგლისურია. დამატებით, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინგლისური ენის კურსებს და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამებსაც სთავაზობს.
ამასთან, სხვა პროგრამების (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება) სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ დამატებითი პროგრამა მენეჯმენტში.
პროგრამის მიზნები :
ა) ფართო ცოდნა მენეჯმენტის მეცნიერების კონცეფციების, თეორიების და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ;
ბ) შემოქმედებითი და მოქნილი კრიტიკული აზროვნების უნარები;
გ) მზადყოფნა უხელმძღვანელონ და მართონ სხვადასხვა ტიპის დასაქმების პირობებში;
დ) ანალიტიკური და არა-ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების უნარები მენეჯმენტის სხვადასხვა სპექტრის პრობლემების გადასაჭრელად;
ე) სამეწარმეო, მმართველობითი და ლიდერობის უნარები, რაც აუცილებელია კომპლექსურ, დინამიურად ცვლად გლობალურ გარემოში კონკურენციის გასაწევად;
ვ) უნარები დამოუკიდებელი, სიცოცხლის ბოლომდე სწავლისთვის;
დასაქმების სფეროები
მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ იმუშაონ მენეჯმენტის სხვადასხვა ფუნქციონალური მიმართულებით (მაგ: ბუღალტერია, მარკეტინგი, ორგანიზაციის მენეჯმენტი, ფინანსები, კონტროლი ან ადამიანური რესურსები, ოპერაციები და წარმოება, ეკონომიკა და პოლიტიკის ანალიზი); ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციებში: საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორი. შეძლებენ ლიდერი პოზიციების დაკავებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამასთან, შეძლებენ წამოიწყონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, გახდნენ წარმატებული ენტერპრენერები და დამოუკიდებლად მართონ ბიზნესი როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე.
მათემატიკის პროგრამა
მათემატიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა ორგანიზებულია გამოყენებითი მიმართულებებით ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების, მენეჯმენტის, ეკონომიკისა და ფინანსების, მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის (STEM) სფეროებში.
სწავლების ენა ინგლისურია. საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინგლისური ენის კურსებს და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამებს შესთავაზებს.
პროგრამა გთავაზობთ ეფექტურ კომბინაციას: შესაძლებელია ძირითად სპეციალობად მათემატიკის, ხოლო დამატებით სპეციალობად - კომპიუტერული მეცნიერების ან მენეჯმენტის არჩევა.
პროგრამის მიზნები
დასაქმების სფეროები
ბაკალავრიატის პროგრამის დასრულების შემდეგ თუ კურსდამთავრებული გადაწყვეტს, რომ დასაქმდეს თავისი პროფესიით, მას ამის მრავალფეროვანი შესაძლებლობა ეძლევა. მათემატიკური მეთოდები ფართოდ გამოიყენება როგორც მეცნიერებაში, ისე ინჟინერიასა და ბიზნესში. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ, როგორც კერძო კომპანიებში, ისე სამთავრობო სტრუქტურებში; ყველგან, სადაც საჭიროა მათემატიკური მოდელირება, ანალიზი და კომპიუტერული სიმულაცია.
კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა
კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ კონცენტრაციებს: პროგრამული ინჟინერია, კომპიუტერული ქსელები, მონაცემთა ბაზები და საინფორმაციო სისტემები, ხელოვნური ინტელექტი.
სწავლების ენა - ინგლისური. საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინგლისური ენის კურსებს და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამებს სთავაზობს.
პროგრამის მიზნები:
დასაქმების სფეროები
კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრიატის პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დაიწყონ კარიერა პროგრამირების, კვლევის, და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საკონსულტაციო მომსახურების განხორციელებით.
მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ინდუსტრიისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, რომელიც დაკავშირებულია მექანიკურ ან ელექტროინჟინერიასთან, მათემატიკასთან ან მედიცინასთან. აგრეთვე დასაქმების შესაძლო სფეროებია, მაგალითად, კომპლექსური კომერციული ინფორმაციული სისტემების დიზაინი, რობოტების პროგრამირება, მონაცემთა ქსელების შექმნა ბანკებსა და კორპორაციებს შორის.
უნივერსიტეტის შესახებ
აღსანიშნავია, რომ KIU-ს თითოეულ პროგრამაზე იქნება სავალდებულო სტაჟირება და საბაკალავრო პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება მენეჯმენტის სფეროებში სტუდენტების უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
ამასთან, სტუდენტებს ლექციებსა და სემინარებს ქართველ პროფესორებთან ერთად ასწავლიან პროფესორები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (TUM) და უცხოეთის სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან.
პროგრამაში სტუდენტის სწავლებისას ტრადიციული ლექციებისა და სემინარების გარდა, დამატებით გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორისაა: ტრენინგ სესიები; აქტიური დისკუსიები, დებატები; პროექტებზე დაფუძნებული პრეზენტაციები; გუნდური და ინდივიდუალური სწავლება; ტესტირება, პრაქტიკული სავარჯიშოების ხელმძღვანელთან ერთად განხილვა, კაზუსების/ქეისების ანალიზი, დისკუსია-სემინარები, ვიდეო პრეზენტაციები, სიმულაციური თამაშები.
შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, NAEC-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ