სიახლეები
სამასწავლებლო

''მოსწავლე ჩემთვის ყველაფერია - სულია, გულია, წარსულია, აწმყოა და მომავალია'' - ერგეს სკოლის დირექტორი ნუგზარ ზოსიძე
09-08-2017
-
+


''მოსწავლე ჩემთვის ყველაფერია - სულია, გულია, წარსულია, აწმყოა და მომავალია... ისინი მე გულით კი არა გულისგულით მიყვარან''- ნუგზარ ზოსიძე ერგეს სკოლის დირექტორი. 

ნუგზარ ზოსიძე 2017 აპრილიდან ერგეს სკოლის დირექტორია. სკოლაში ამჟამად 312 მოსწავლე სწავლობს. 

1. მოგვიყევით თქვენ შესახებ. როდიდან ხართ ერგეს სკოლის დირექტორი, თავად რისი პედაგოგი ბრძანდებით... 

ერგეს სკოლის დირექტორი ვარ 2017 წლის აპრილიდან, ამჟამად საათები არ მაქვს, მხოლოდ დირექტორი ვარ, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, დაგროვილი მაქვს საკმაო კრედიტ-ქულები იმისათვის, რომ გავხდე წამყვანი მასწავლებელი, მაგრამ ამის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. ჩემთვის ყველაზე დიდი კრედიტ-ქულა, ხელფასი, პრემია, დანამატი და თანამდებობა ჩემი მოსწავლეები არიან. უკვე ათასობით კურსდამთავრებული მყავს. მათი სიყვარულით სავსე მზერა მაიმედებს და მაცოცხლებს... ძალიან კარგი თაობა მოდის. 

 

2. მოგვიყევით სკოლის შესახებ. 

არსებული მონაცემით სკოლაში ირიცხება 312 მოსწავლე, სამივე საფეხურით. ვაპირებ სკოლაში გავხსნა ეთნოგრაფიული მუზეუმი. ასევე, აქტიურად ჩავერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამებში, პროექტებში, ვითანამშრომლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოვიძიო დამატებითი დაფინანსება. სკოლას ჰყავს პროფესიონალი პედაგოგიური რესურსი, ჩემი კოლექტივით და მოსწავლეებით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. 

3. რა ღონისძიებები ტარდება სკოლაში და მოსწავლეები არიან თუ არა, ღონისძიებებში აქტიურად ჩართულები?

წინააღმდეგი ვარ დაშტამპული ღონისძიებების... მოსწავლისათვის ღონისძიებაში მონაწილეობა სასჯელი არ უნდა იყოს...   რადგან ახალდანიშნული დირექტორი ვარ, ძირითადად მოსწავლეთა შესაძლებლობების და ინტერესთა შესწავლას მოვანდომე, რომ იმის მიხედვით ერთად დავგეგმოთ ღონისძიებები. აპრილ-ივნისში  ჩავატრეთ რამდენიმე ღონისძიება, კერძოდ:

•02.06.2017

VII(ა) კლასი 

სოციალური პროექტი: "სურათი მშობელთან, მასწავლებელთან ერთად ლექსი ჩემს ჯიბეში"პროექტის ფასილიტატორი: ისტორიის მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი ნაირა სილაგავა.პროექტის მიზანი:პროექტი ხელს შეუწყობს მშობელთა აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში, მათ მონაწილეობას მრავალმხრივ კომუნიკაციაში, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით. მოსწავლის შედეგების გაუმჯობესება, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარება, მშობელი უფრო პოზიტიურ ურთიერთობას ამყარებს თავისი შვილის მასწავლებლებთან, მშობლების მხარდაჭერის გაზრდა და პატივისცემა 

•21.04.2017

პროექტის "მოვუაროთ საქართველოს" " ფარგლებში დღეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქცია მოეწყო ერგეს საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობდნენ VII(დამრიგებელი ნაირა სილაგავა), VIII (დამრიგებელი ლიანა ცეცხლაძე) და III კლასების(დამრიგებელი ლია ლორთქიფანიძე) , პედაგოგი რევაზ გორგოშაძე, მოსწავლეები, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოს შეემატა ახალი ნარგავები. ძალიან დიდი მადლობა მოსწავლეთა მშობლებს, რომლებმაც სკოლას საჩუქრად გადასცეს მწვანე ნარგავები. აქციაში მონაწილეობდა ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, რესურსცენტრის თანამშრომლები და საერთაშორისო პროექტის მონაწილეები, ბაქოელი და ბათუმელი მოსწავლეები

•21.04.2017

საერთაშორისო პროექტში „განათლება დემოკრატიისათვის და დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ ' ჩაერთო ერგეს საჯარო სკოლა. პროექტის ფარგლებში სკოლაში სტუმარად იმყოფებოდნენ ბაქოს სკოლა-ლიცეუმ "კასპი" და ქ. ბათუმის შპს "განათლებას" ადმინისტრაცია, პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები.

•ჩამოვაყალიბეთ წიგნის მოყვარულთა კლუბი "წამი"(წ-არსული, ა-წმყო, მ-ომავალი).

•სკოლას ჰყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი "ეგრისი"

•27.04.2017

ერგეს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გიორგი თედორაძე წარმატებით მონაწილეობდა "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ვიდეო-რგოლების კონკურსში "მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ".

•ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩართული იყვნენ რესურსცენტრის საკლუბო და საწრეო მუშაობაში. ამ მხვრივ ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ნევრესტან დიდმანიძე მართლაც შეუძლებელს აკეთებს. რესურსცენტრში ყოველდღიურად ერთმანეთს ენაცვლება კონკურსი, მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციები, სემინარი, ტრენინგი, მოსწავლეთა კლუბები, მასტერ-კლასები და გაკვეთილები, წრეები, პოეზიის საღამოები...ყოველდღიურად ხალხმრავლობაა რესურსცენტრის შენობაში... დღის მეორე ნახევრში რესურსცენტრის საკონფერნციო დარბაზს მოსწავლეები და მასწავლებლები ავსებენ, დერეფანს კი - გულშემატკივარი მშობლები.

•ასევე მრავალდ ჩავატარეთ საკალსო ღონისძიებები, საჩვენებელი გაკვეთილები, მოვაწყეთ ექსკურსიები

•სამომავლოდ  სკოლის ბაზაზე აუცილებლად მოვაწყობთ საზაფხულო ბანაკს...

 

 

4. როგორც ვიცით, თქვენმა მოსწავლეებმა ძალოსნობაში წარმატებას მიაღწიეს. მოგვიყევით ამის შესახებ. კიდევ რა სპორტულ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას ?

სკოლაში ფუნქციონირებს ორი სპორტილი წრე ძალოსნობის(ატაცი), ხელმძღვანელი სპორტის დამსახურებული პედაგოგი ქაზიმ ქავთარაძე და კალათბურთის, ხელმძღვანელი სპორტის პედაგოგი თენგიზ ზაქარძე. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტურად არიან ჩართული სპორტილ წრეებში:

•14.06.2017

ჩატარდა სასკოლო ჩემპიონატი ძალოსნობაში - ატაცში. სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 50 მოსწავლემ. ჩემპიონატს ხელმძღვანელობდა სკოლის სპორტის პედაგოგი სპორტის დამსახურებული მოღვაწე ქაზიმ ქავთარაძე. 

•17.05.2017

ხელვაჩურის სასპორტო სკოლაში სასკოლო ფეხბურთში 17 სკოლის 170 მოსწავლე მონაწილეობდა. ერგეს სკოლის მოსწავლეთა გუნდმა II ადგილი დაიკავა. მწვრთნელი სპორტის მასწავლებელი თენგიზ ზაქარძე.

•04.05.2017

2017 წლის 1 მაისს ჩატარდა აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. კერძოდ:

I ადგილი - დათო ბახტაძე

I ადგილი - აჩიკო მალაყმაძე 

II ადგილი - მირიან გორგოშაძე

II ადგილი - ირაკლი კახიძე

III ადგილი - მურმან თედორაძე

III ადგილი - ხვიჩა ცინცაძე

III ადგილი - საბა ქავთარაძე

მწვრთნელი სპორტის დამსახურებული ოსტატი ერგეს საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ქაზიმ ქავთარაძე

•16-19 ივლისს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში(ატაცი). ერეგს საჯარო სკოლის მოსწავლეები გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ:

•II ადგილი - მალხაზ გორგოშაძე - მე-10 კლასი მოსწავლე, ფულადი პრიზი 1200 ლარი.

•III ადგილი - მურმან თედორაძე - მე-7 კლასის მოსწავლე, ფულადი პრიზი 800 ლარი.

•IV ადგილი - საბა ქავთარაძე - მე-3 კლასის მოსწავლე

•მწვრთნელი ერგეს სკოლის სპორტის პედაგოგი ქაზიმ ქავთარაძე. 


5. სასკოლო ცხოვრებაში მშობლები თუ არიან აქტიურად ჩართულები?

ამ მხრივ ნამდვილად არ არის პრობლემა. მშობლები აქტიურად ჩართული არიან სასკოლო ცხოვრებაში. ახალი სასწავლო წლიდან ჩამოვაყალიბებთ მშობელთა კლუბს, დავგეგმავთ სხვადასხვა ერთობლივ პროექტს. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი თითოეულ მშობელს მხარდაჭერისათვის. 


6. არსებობს თუ არა პრობლემა, რომლის მოგვარებას საკუთარი ძალებით სკოლა ვერ ახერხებს?

სკოლის შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას. წერილით მივმართეთ აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. იმედი გვაქვს 2018-2019 სასწავლო წელს რეაბილიტირებული  სასწავლო კორპუსი გვექნება. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ხელვაჩაურის რესურსცენტრი ყოველთვის გვეხმარებიან.

7. რა შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა გამოსაშვებ და აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ?

გამოსაშვებ გამოცდებზე კარგი შედეგები გვქონდა, რამდენიმე კი ჩაიჭრა, მაგრამ საერთო სტატისტიკასთან შედარებით ჩაჭრილთა პროცენტული რაოდენობა ძალიან მცირეა. გასულ წელთან შედარებით კი უფრო უკეთესი შედეგები გვქონდა. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, აქ უფრო უკეთესი შედეგები გვაქვს, მაგრამ საბოლოო შედეგები ჯერ უცნობია, მიმდინარე შედეგებით თუ ვივარაუდებთ, ბევრი სტუდენტი გვეყოლება.

 

8. როგორია თქვენი საოცნებო სკოლა? 

ჩემი საოცნებო სკოლა სხვანაირი წარმომიდგენია: თავისუფალი, როცა არ არის სკოლაში მოსწავლეების დაყოფა "კარგები" და "ცუდები", როცა ყველა ბავშვისთვის განათლების და განვითარების ინდივიდუალური გეგმაა შედგენილი, რეპეტიტორის გარეშე, მეც თვითონ რეპეტიტორი ვარ, მაგრამ ჩვენი სკოლის მოსწავლის რეპეტიტორი ვერასოდეს  ვიქნები, ვასწავლოთ მხოლდ ის, რაც ცხოვრებაში გამოსადეგია, სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს მთავარი – დამოუკიდებელი, წარმატებული ცხოვრება მომავალში. მთავარი  არ არის დაზეპირებული ფორმულები, მთავრია ფიქრი და აზროვნება ვასწავლოთ, მაგალითად ლიტერატურა კი არ უნდა ვასწავლოთ, კითხვა უნდა ვასწავლოთ, საშინაო დავალებების გარეშე, ჩვენთან მთელი ოჯახი, საგვარეულოა ჩართული საშინაო დავალებების მომზადებაში, მომზადება სკოლაში უნდა მოხდეს, სკოლის შემდეგ ბავშვს უფრო მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს სხვადასხვა წრეზე მისასვლელად, ვიდრე სკოლის შემდეგ კვლავ ჩანთამოკიდებული მასწავლებლიდან მასწავლებელთან გადასასვლელად... სკოლის შემდეგ დრო უნდა დაუთმოს სპორტს, მუსიკას, კინოს, თეატრს, სეირნობას (მშობელთან, მეგობართან), სკოლა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ტექნოლოგიებით, არაფრის მომცემი ნიშნების გარეშე, გამარტივებული საგნობრივი პროგრამებით, გადახალისებული სასწავლო სახელმძღვანელოებით, თემათა მრავალფეროვნებით და არა საგანთა სიმრავლით, ცხოვრების მოწყობის სწავლებით და არა მხოლოდ თეორიების სწავლებით... და უფრო მეტი შეგნებით. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აქვს თუ არა მშობელს უფლება მასწავლებლის სტატუსის შესახებ მიიღოს ინფორმაცია და ვის უნდა მიმართოთს ამისთვის

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება