სიახლეები
სკოლები

„იუმორით დაძლეული სიჩუმე“ - ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლე მარი მახარაძე პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატს უძღვნის
16-04-2020
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ მარი მახარაძემ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა.  მოსწავლის პედაგოგი ირმა ბოლქვაძე გახლავთ. 

გთავაზობთ მარი მახარაძის ჩანახატს:

იუმორით დაძლეული სიჩუმე

კლასში ყველაზე ავი ვარ, თანაც ლამაზი. კარგად ვსწავლობ, ყოველ შემთხვევაში, მასწავლებლები  ასე ამბობენ. ხშირად ვჩხუბობ,  არავის არაფერს ვარჩენ. როცა სკოლაში არ ვარ, კლასში სიმშვიდეა, ვბრუნდები და  სასამართლო პროცესიც იწყება...

ეს ერთი თვის წინ იყო, ახლა იძულებით იზოლაციაში ვარ, დისტანციურად ვსწავლობ და თანაკლასელებსაც დისტანციურად ვეკონტაქტები, თავდაპირველად ისევ ვჩხუბობდი, ერთხელ  ისე დავეჯახეთ მე და ჩემი თანაკლასელი  ერთმანეთს ქართულის „ჩათში“, რომ მასწავლებელი დაგვემუქრა: „რას ჩხუბობთ, ხომ არ გინდათ, ერთკვირიანი დუმილით დაგსაჯო ორივეო!“. მაშინვე გავჩუმდი, ქართულის გაკვეთილზე დუმილი, მართლაც, სასჯელია ჩემთვის!.

ახლა, ვგრძნობ, შევიცვალე, თანდათან მომენატრა ყველა,ტელეფონს ხელიდან აღარ ვდებ, ვერ ვუძლებ, როცა არ ხმაურობს, როცა არავინ მწერს!

გამუდმებით საათს მივჩერებივარ, ინფორმაციას ვუსმენ, რაღაც იქნებ შეიცვალოს-მეთქი, ვერ ვსუნთქავ ჩაკეტილ სივრცეში, მე ხომ ბუნებით მეამბოხე ვარ... 

...სიჩუმემ  ღიმილი და  დათმობა მასწავლა,  თუმცა გაბრაზება ისევ მჩვევია, ამჯერად კორონას ვეჩხუბები და არას ვეუბნები:

„მომბეზრდა დროის გაწელვა,

საათის ისრის მზერა,

არ ღირს არაფრის გაბედვა,

აღარც მომავლის მჯერა.

 რას მექაჩება უტიფრად,

კმარა გამოცდა, კმარა,

 სიცოცხლევ, სახლში შემოდი,

შენ კი კორონა -ცხრა მთას!

... ერთი თვის  სიჩუმემ თავისუფლების ფასი მასწავლა!

                                                                    მარი მახარაძე ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება