სიახლეები
სკოლები

„ვუყურებ სევდიანი თვალებით ფანჯრიდან აყვავებულ ხეებს“ - ბობოყვათის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის ფიქრები
16-04-2020
-
+


მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ - ამ თემამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბობოყვათის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლიზა გორგილაძეს აფიქრებს და საკუთარ განცდებს ჩანახატით გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

შუაღამეა, და მეც შემომიტია გრძნობების ზღვამ, ღამე დღის განმავლობაში ყველაზე რთულად გადასატანი მონაკვეთია, განსაკუთრებით დაძინებამდე დარჩენილი რამდენიმე წუთი, ამ დროს შენში არსებული ყველაზე სათუთი გრძნობები იღვიძებს და მოსვენების საშუალებას არ გაძლევს..

შუაღამეა და ჩემი სული და სხეული მოიცვა მონატრების გრძნობამ, ალბათ ყველას აქვს მონატრების განმარტების თავისი  ვერსია, მე ვერ ვიტყვი რომ მეც მაქვს ჩემი, ასე კონკრეტულად  არ შემიძლია ავღწერო ეს გრძნობა, თუმცა ფაქტია რომ სულში ხელებს გიფათურებს, და ზოგჯერ სუნთქვის შეკვრაც კი შეუძლია შენთვის...

ახლა , როგორც არასდროს ისე მენატრება სკოლა, დილით ადრე ადგომა, სკოლამდე ფეხით სიარული,სკოლის ეზოში მომღიმარი მანდატურები, მასწავლებლები და თანაკლასელები, სიმართლე გითხრათ ვერასოდეს წარმომედგინა თუ ამ სიტყვებს ვიტყოდი...

მენატრება მეგობრები და მათთან გატარებული მომენტები თვალწინ ჩამიქროლებენ ხოლმე და, მერე უფრო მენატრება, როგორი რთულია ადამიანისთვის ცხოვრების უჩვეულო რეჟიმზე  შეგუება, და როგორი ძლიერია ადამიანი რომ ყოველივე ამას  მაინც უძლებს და საბოლოოდ ეგუება....

გაზაფხული,  წელიწადის  ეს დრო განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ამ დროს ბუნება იღვიძებს, მზის სხივებს ძალა ემატებათ და არემარე თბება, ქუჩაში ბავშვების ჟრიამული ისმის, თითქოს მთელი წლით გადაღლილები თავიდან ვიმუხტებით, და ვცოცხლდებით ბუნებასთან ერთად... წელს სხვანაირი გაზაფხულია, ისე მოვიდა  რომ ვერც შევიგრძენი, ვუყურებ სევდიანი თვალებით ფანჯრიდან აყვავებულ ხეებს, და ვხვდები, ბუნებამ კი გამოიღვიძა მაგრამ ადამიანებმა ვერ დავიმუხტეთ..

სიჩუმემ რომელიც ჩემს ირგვლივ გამეფებულა ბევრ რამეზე დამაფიქრა, თუნდაც იმაზე რომ ღმერთმა ეს  განსაცდელი იმიტომ მოგვივლინა რომ ჩვენს ირგვლივ არსებული მომენტები და თითოეული წამი რომელსაც აქამდე არ  ვაფასებდით დაგვეფასებინა...
ადამიანი გალიაში გამომწყვდეულ ცხოველს დაემსგავსა, რომელსაც თავისუფლება სწყურია...
ყველაფრისდა მიუხედავად, ადამიანებს მაინც შეგვიძლია ყველაზე ცუდ მომენტებშიც რაღაც პოზიტიურის დანახვა, დაკავებული ვარ იმ აქტივობებით რომლებსაც აქამდე სათანადო დროს ვერ ვუთმობდი... რაც მთავარია, ვწერ...ვფიქრობ, სული შევაწმინდე ლიტერატურას,ფიქრისთვის სათანადო დრო მომეცა და ახლა ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებისგან და რა ძალისხმევა დამჭირდება ყოველივე ამისთვის...

დატკბით ცხოვრების თითოეული წამით, რადგან გავა დრო, ისევ დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, გადავიღლებით და ამ მომენტების დაბრუნებას ვინატრებთ, თუმცა უკვე გვიანი იქნება, ამიტომ  დაავაფასოთ ეს მომენტები და არსებული დრო შევეცადოთ პროგრესულად გამოვიყენოთ..

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება